ბარომეტრის კვლევა: ფარმაცევტული სექტორის მდგომარეობა საქართველოში

საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს ახალ ბარომეტრს, კვლევას ფარმაცევტული სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია შეისწავლოს ინფლაციის დონის მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე  ფარმაცევტულ პროდუქტებზე აქცენტით.

კვლევა მოიცავს 2023 წლის ოთხივე კვარტლის მონაცემებს – ინფლაციის დონის მაჩვენებლებს ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე კერძოდ კი ფარმაცევტულ საშუალებებზე.

კვლევის მთავარი მიგნება და მნიშვნელოვანად პოზიტიური დასკვნაა, რომ ფარმაცევტული პროდუქტების ინფლაციის დონის ბოლოდროინდელი მაჩვენებლები, ახლად განხორციელებული რეფორმების, კერძოდ, თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვების და რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვის შესაძლო დადებით შედეგებზე მიუთითებს. კვლევის შედეგები დეტალურად იხილეთ დოკუმენტში:

კვლევა მოამზადდა პროექტის ფარგლებში რომლის სახელწოდებაა „ფარმაცევტულ სექტორში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ხელშეწყობა მტკიცებულებების წარმოქმნით და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობით.“ პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ სოციალური განტოლების ჰაბთან თანამშრომლობით.

კვლევა ჩაატარა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

წინამდებარე ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საერთაშორისო ფონდი კურაციო და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ჩამოტვირთეთ კვლევის დოკუმენტი.

ახალი ამბები

IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა