FORBES WOMAN: ინტერვიუ გიორგი გოცაძესთან COVID-19-ის შესახებ
წაიკითხეთ გამოცემა Forbes Woman-ის ინტერვიუ გიორგი გოცაძესთან კორონავირუსის გამოწვევების შესახებ.
კორონავირუსთან დაკავშირებით სარეკომენდაციო სახის ინფორმაცია ყოველწამიერად ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 გლობალურ პრობლემად იქცა, გარდა საერთაშორისო რჩევებისა, ყურადსაღებია უშუალოდ ქართველ ექსპერტთა მოსაზრებებიც. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ გიორგი გოცაძის რეკომენდაციებს. იგი არის ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების სფეროში მოღვაწეობის 20 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, გოცაძე საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტიც გახლავთ.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი საქართველოშიც გავრცელდა, გოცაძე აქტიურად გვაწვდის ინფორმაციას ტვიტერის საშუალებით. გადავწყვიტეთ, გადმოგცეთ მისი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რჩევა და მოსაზრება:
მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ავუხსნათ, რომ ზოგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა აუცილებელი არ არის.
ახალი ამბები
IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა
მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ავუხსნათ, რომ ზოგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა აუცილებელი არ არის.