ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეოთხე ტალღა

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეოთხე ტალღა საერთაშორისო ფონდი “კურაციო” მუდმივად აკვირდება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და გთავაზობთ ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებს. კვლევაში მონაწილე სპეციალისტები აფასებენ ბოლო ექვსი თვის მანძილზე მიმდინარე მოვლენებს: მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე, რეცეპტების შემოღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ფასების დინამიკას, ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო მოლოდინებს.

ბარომეტრის შედეგები ასახავს კვლევაში ჩართულ სპეციალისტთა მოსაზრებებს და მოლოდინებს. რეალური ტენდენციების წარმოსაჩენად, რესპონდენტთა მოსაზრებები შედარებულია ფაქტობრივ სტატისტიკურ და სხვა კვლევების მონაცემებს. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები.ბარომეტრის მეოთხე ტალღაში გაზრდილია მონაწილე სპეციალისტთა რაოდენობა რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიდან.

ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებით, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, 78 %-ით არის გაზრდილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა.

ასევე გაზრდილია მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო მიმართვიანობა, რაც სავარაუდოდ უკავშირდება ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ, ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, როგორიც რეცეპტის ინსტიტუტის შემოღება იყო. აღნიშნულმა დადებითი გავლენა იქონია, როგორც ამბულატორიულ მიმართვიანობაზე, ასევე მედიკამენტების გამოყენებაზე, კერძოდ, შეამცირა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ:

  • NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, არ გაუმჯობესებულა ადგილობრივი სამედიცინო მომსახურეობა
  • ამ პირობებში გაზრდილმა ამბულატორიულმა მიმართვიანობამ და შესაბამისად გაზრდილმა მოლოდინის დრომ, შეიძლება სამომავლოდ ნეგატიური გავლენა იქონიოს რეფორმების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე, თუ მანამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა

ჯანდაცვის ფასების ცვლილებაზე სპეციალისტთა შეფასება ემთხვევა საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მომსახურებაზე ფასი ზრდადია. 2014 წელს ფასები 6,7 პროცენტით გაიზარდა 2013 წელთან შედარებით. შესაბამისად, კვლავაც პრობლემად რჩება სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტემპი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას.

ამავე დროს, 2014 წელს ჯანმრთელობის დაზღვევისა და საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულ პროგრამებზე 9 თვის განმავლობაში დაიხარჯა 278 მილიონი, დაგეგმილზე 18%-ით ნაკლები და 2014 წლის ბოლო სამი თვის პერიოდში ასათვისებელი დარჩა 200 მილიონი. აღნიშნული ხარჯვის მოცულობები წინააღმდეგობაში მოდის გაზრდილ მოსარგებლეთა რაოდენობასა (74%-ით) და სამედიცინო მომსახურების ფასებთან.

ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებით, კვლევაში ჩართულ სპეციალისტთა დამოკიდებულება მოსახლეობის ფინანსურ დაცულობასთან დაკავშირებით ნეგატიურია და ასევე პესიმისტურია მათი სამომავლო მოლოდინებიც, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან.

მეტი: იხილეთ ბარომეტრის ანგარიშში

ახალი ამბები

პროექტის დახურვა: ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება საქართველოში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერების პროექტი საქართველოში. პროექტი დაფინანსდა „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“ პარტნიორობის მიერ „გამოწვევებთან ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის“ (CFCS) პროგრამის მე-7 რაუნდის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო-საზოგადოებრივი, როგორც ტუბერკულოზზე რეაგირების კომპლექსური სისტემის…

სტატია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა საქართველოში: პოლიტიკის ინფორმირება და მტკიცებულებების გამოყენება

ახალი სტატია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ საქართველოში და მიმოიხილავს შესაძლებლობებს, რომელიც რეფორმირებისთვის საჭირო სტრატეგიის განვითარებას დაეხმარება. სტატია ახლახანს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში BMC Health Services Research, კურაციოს მკვლევრების: ლელა სულაბერიძე, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი,…

ინტერვიუ თამარ სირბილაძესთან საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ზომასა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ

ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში  ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები…

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს ორ ძირითად ქალაქში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015

საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის…

ჟურნალ BMC-ში გამოქვეყნდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ საქართველოში ჩატარებული რანდომიზებული კვლევა – „იმუნიზაციის პროგრამაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის როლის შედეგები“ .

ჟურნალ BMC-ის დანართში ”საერთაშორისო ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები 2009” საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო ექსპერტების კვლევითი სტატია „არათანაბარი მოცვა: უთანასწორობის გამოვლენა იმუნზაციის დონის გასაუმჯობესებლად მტკიცებულების დახმარებით“გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მეორე ეტაპის (CIII2) ფარგლებში – ოპერაციული კვლევების გრანტები….

საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს სტიპენდიის პროგრამას ჯანდაცვის/ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის

ხართ ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტი? თუ ასეა, უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით თვეში. 2009 წლიდან საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დაიწყო სტიპენდიების გაცემა საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების, ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის….