რა დაავადება ჭირს ქვეყნის ფარმაცევტულ სექტორს და რა შეიძლება იყოს მისი საშველი?
ავტორები: ლელა სულაბერიძე გიორგი გოცაძე
კარგად გაცნობიერებული პრობლემა და განუხორციელებელი რეფორმების კასკადი
საქართველოს მოსახლეობისთვის ისევე როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის არ ახალია, რომ მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. გამოწვევის საპასუხოდ ჯერ კიდევ 2013 წლიდან იწყება ჯანდაცვის პოლიტიკის მესვეურთა მხრიდან ფარმა სექტორში გასატარებელ ცვლილებათა დაანონსება ორი ძირითადი მიმართულებით: (1) მედიკამენტების ფასების შემცირებისა და (2) ექიმების მიერ ბევრი მედიკამენტის დანიშვნის (პოლიპრაგმაზიის) პრაქტიკის რეგულირებით.[1],[2],[3],[4],[5],[6],[7],[8],[9],[10] . 2013 წლიდან დღემდე თუ რას დაპირდა საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს მოსახლეობას და რა გაკეთდა ბოლო 7 წლის განმავლობაში ნაჩვენებია ილუსტრაციაზე.
ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ დაანონსებული რეფორმებიდან მხოლოდ 2 მათგანის განხორციელება მოხერხდა და ისიც არასრულყოფილად. კერძოდ, (1) რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედება მე-2 ჯგუფის მედიკამენტებისთვის 2014 წელს[11], რომელიც მალევე შეჩერდა და (2) 2017 წლის ივლისში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ანაზღაურების პროგრამის განხორციელება პენსიონერი და უმწეო მოსახლეობისთვის[12], რომელიც ასევე უშედეგო აღმოჩნდა.
ილუსტრაცია 1. საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში დაანონსებული მნიშვნელოვანი რეფორმები და რეალურად განხორციელებული ცვლილებები
განუხორციელებელი რეფორმების შედეგები მოსახლეობისთვის:
დაანონსებული რეფორმების გადავადების და/ან ვერგანხორციელების შედეგად მედიკამენტების დაფინანსება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას:
- საქართველოს მოსახლეობის მესამედისთვის მედიკამენტების შეძენა უმთავრესი პრობლემაა (2017)[i] და 50% ვერ ყიდულობს დანიშნულ მედიკამენტს მაღალი ფასის გამო(2019)[ii]
- ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ყოველი ათი ლარიდან შვიდი ლარი მედიკამენტებზე იხარჯება (2018)[13]
- 2017 წელს მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილმა თანხებმა 983 მილიონი ლარი შეადგინა[14] რაც 253 მილიონი ლარით მეტია ვიდრე მოსახლეობა 2013 ხარჯავდა
- მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯულ თანხას ოჯახები გაღარიბებამდე მიყავს. 2013 წლიდან 2018 წლამდე 11.5%-დან 17.4%-მდე იმატა ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯის მქონე ოჯახების რაოდენობამ და აღსანიშნავია, რომ კატასტროფული დანახარჯების ძირითადი ნაწილი ამბულატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხებია 13
- მედიკამენტებზე დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% განიცდის ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯს, ანუ კიდევ უფრო ღარიბდება13
- 2017 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ანაზღაურების პროგრამის გაშვების მიუხედავად სახელმწიფო მედიკამენტებზე მხოლოდ 2%-ს ხარჯავს, ხოლო ხარჯის 96%-ს მოსახლეობის კისერზეა.14 მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში მედიკამენტებზე საერთო ხარჯის ნახევარს მაინც სახელმწიფო იხდის მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად.[iii]
განხორციელებული მაგრამ უშედეგო ინიციატივები
- 2014 წელს შემოტანილი სავალდებულო რეცეპტი სულ რამოდენიმე თვეში გაქრა და დღემდე ნებისმიერი მედიკამენტის შეძენა ურეცეპტოდ შეიძლება. არც მოგვიანებით ელექტრონული რეცეპტის პილოტირებას მოჰყოლია რაიმე ხელშესახები შედეგი მოსახლეობისთვის და ექიმების მიერ დანიშნული წამლები და მათი რაოდენობა კვლავაც გაუკონტროლებელი რჩება.
- საქართველომ 2017 წელს დაიწყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, რომლისთვისაც შეადგინა დასაფინანსებელი მედიკამენტების სია და პროგრამის ბიუჯეტად გამოყო 10 მლნ, თუმცა 2017 წელს მხოლოდ 3 მილიონი ლარის ათვისება შეძლო პროგრამამ. მომდევნო 2 წლის მანძილზე ბიუჯეტის ხარჯვა გაუმჯობესდა, თუმცა ვერ აცდა 7.5 მილიონ ლარს. ანუ მიუხედავად იმისა რომ მედიკამენტებზე საჭიროება მილიარდ ლარამდეა მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც კი ვერ მოხერხდა.[iv]
შედეგად, უკვე ამდენი წელიწადია ფარმაცევტული სფეროს რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან იმდენად სუსტია რომ ვერც მედიკამენტების ფასს არეგულირებს და ვერც მათი დანიშვნის მართებულობას. პრობლემა კი ქვეყნის წინაშე კვლავაც იმ აქტუალობით დგას, როგორც ეს 2013 წელს (და უფრო ადრეც) იყო.
რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად?
მედიკამენტების ფასების რეგულირების თემაზე 2019 წლის ბოლოს საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვის დოკუმენტი მედიკამენტების ფასწარმოქმნის რეგულირების საერთაშორისოდ გავრცელებულ ინსტრუმენტებზე, რომელთა განსახილველად დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობით, ასევე გაიმართა პოლიტიკის დიალოგი[v]. დოკუმენტში მედიკამენტების ფასების რეგულირების განხილულ ინსტრუმენტებს შორის და საქართველოს კონტექსტუალური ფაქტორების გათვალისწინებით დიალოგის მონაწილეებმა გარე რეფერენტულ ფასწარმოქმნას დაუჭირეს მხარი.[vi]
რა არის გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა?
გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა (გრფ) მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის, ფასი დაუახლოვდეს მეზობელი ქვეყნების ფასს და დაიზოგოს როგორც ქვეყნის ბიუჯეტის ის ნაწილი, რაც მედიკამენტებზე იხარჯება, ასევე მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები.
ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი შემდეგია: კონკრეტული ქვეყანა, რომელშიც გრფ ინერგება მედიკამენტების ფასების შესახებ ინფორმაციას იღებს სხვა ქვეყნებიდან და ფასის გამოთვლის მეთოდოლოგიის გამოყენებით ადგენს საკუთარ ბაზარზე კონკრეტული მედიკამენისთვის კონრეტულ ფასს. გრფ-ს მეშვეობით სახელმწიფო წინასწარ შერჩეული მედიკამენტების ჯგუფის ანაზღაურებისთვის განსაზღვრავს ზღვრულ ფასს, რომელსაც სახელმწიფო გადამხდელი ან სადაზღვევო კომპანია იყენებს მოსახლეობისთვის მედიკამენტების ანაზღაურებისთვის.[vii] გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა იყენებს.[viii] გრფ პოლიტიკას იყენებს ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც – ავსტრალია, კანადა, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, იორდანია და ლიბანი. ბოლო წლებია გრფ პოლიტიკის გატარება დაიწყეს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც: ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა.[ix]
გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის შედეგები
მედიკამენტების ფასებზე და დანახარჯებზე გავლენა
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გრფ პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს. გრფ პოლიტიკის შედეგად ფასების შემცირების მასშტაბი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მნიშვნელოვნად ვარირებს ქვეყნებს შორის.
მედიკამენტების ფასების და დანახარჯების შემცირება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, უმთავრესად კი გრფ პოლიტიკისთვის შერჩეული ქვეყნების რაოდენობასა და შემადგენლობაზე, ფასის გამოთვლის მეთოდოლოგიაზე, რეფერენტულ ქვეყნებში მედიკამენტების შესახებ ფასების მოძიების და განახლების სიხშირეზე და ასევე, იმაზე თუ როგორია ქვეყანაში ფარმაცევტული სფეროს რეგულირება ანუ გრფ პოლიტიკასთან ერთად სხვა მექანიზმებიც გამოიყენება თუ არა ფასების რეგულირებისთვის.[x],[xi] მაგალითად, ბულგარეთში 2012 წელს გრფ დიზაინში შეტანილი ცვლილების შემდეგ, კერძოდ, მას შემდეგ რაც რეფერენტული ქვეყნების ნუსხა 8-დან 12-მდე გაიზარდა და რეფერენტულ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასების შესახებ ინფორმაციის განახლებას ყოველწლიური ხასიათი მიეცა ანაზღაურებადი მედიკამენტების ფასები შემცირდა 4-დან 75.4%-მდე.x
მედიკამენტების მოხმარებაზე გავლენა
საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის გავლენა მოსახლეობის მიერ მედიკამენტების მოხმარებაზე არც ისე დიდია, ანუ საერთო ჯამში გრფ მედიკამენტების მოხმარების შემცირებასთან არ ასოცირდება. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობა უფრო მეტად იყენებს რეფერენტულ ჯგუფში შემავალ მედიკამენტებს და ნაკლებად ხდება არა-რეფერენტული მედიკამენტების გამოყენება. ანუ ერთი ტიპის მედიკამენტების ჩანაცვლება ხდება მეორე ტიპის მედიკამენტებით, რომლებიც მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომია.[xii]
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიკამენტების ფასების გაიაფებასთან ერთად მათზე დანახარჯის შემცირების მეორე მნიშვნელოვან მსაზღვრელს მედიკამენტების მოხმარების შემცირება (რაციონალური მოხმარება) წარმოადგენს, შესაბამისად, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის შედეგად თუ მათი ჭარბი ან არასაჭირო მოხმარების კონტოლი არ მოხდა, სავარაუდოა, რომ დანახარჯების შემცირების კუთხით სასურველი ეფექტი ვერ/არ მიიღწევა. ამ კუთხით ემნიშვნელოვანია სხვა პოლიტიკის ინსტრუმენტების შემოღება, მაგ., ელექტრონული რეცეპტის, რომელიც მედიკამენტების მოხმარებას დაარეგულირებს.[xiii]
დასკვნის სახით
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გრფ პოლიტიკის წარმატებით განხორციელების ოქროს სტანდარტი არ არსებობს. გრფ პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივი კონტექსტი, ჯანდაცვის საჭიროებებისა და ფარმაცევტული ბაზრის მახასიათებლები. სამეცნიერო მტკიცებულებები მოწმობს, რომ გრფ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება და შედეგების მიღწევა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა რეფერენტული ქვეყნების შერჩევის კრიტერიუმები, მედიკამენტების ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგია, მედიკამენტების ფასების განახლების სიხშირე და ვალუტის კურსის ცვალებადობით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შეკავების მექანიზმები.[xiv],[xv],[xvi]
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინების შემთხვევაში გრფ პოლიტიკას აქვს შესაძლებლობა შეამციროს მედიკამენტების ფასები და დანახარჯები საქართველოს მოსახლეობისთვის.
პრობლემის მოგვარების შესაძლო პოლიტიკაზე, კერძოდ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმის შესახებ ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადდა საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება ‘საერთაშორისო ფონდ კურაციოს’ ვებ-გვერდზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
[1] გურია News. დავით სერგეენკო: “წამლების ფასი ლეგალური კონკურენციით დარეგულირდება”. 25 მარტი 2013. განცხადება ხელმისაწვდომია: https://gurianews.com/?p=708582
[2] Netgazeti.ge. “ბიძინა ივანიშვილი: ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოვა”. 14 მარტი 2013. სტატია ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/20141/
[3] რადიოთავისუფლება. „რეცეპტი რეფორმისათვის“. 9 სექტემბერი 2014. სტატია ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/recepti-reformistvis/26574016.html
[4] For.ge. “ჯენერიკების შემოტანამდე წამლები კიდევ გაძვირდა”. 15 ნოემბერი 2015. სტატია ხელმისაწვდომია: https://for.ge/view/41660/jenerikebis-Semotanamde-wamlebi-kidev-gaZvirda.html
[5] Business Media Georgia. “ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციები პოლიპრაგმაზიის პრობლემა საქართველოში”. 19 იანვარი 2017. ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია: https://bm.ge/en/video/jandacvis-saministros-axali-regulaciebi-polipragmaziis-problema-saqartveloshi/2994
[6] პირველი არხი. „დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიკამენტების ფასებზე რეგულაციები უნდა დაწესდეს“. 1 აგვისტო 2018. განცხადება ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-medikamentebis-fasebze-regulaciebis-dawesebis-aucileblobas-khedavs/
[7] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. „მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება“. 25 დეკემბერი 2019. რეფორმის ანონსი ხელმისაწვდომია: https://www.moh.gov.ge/news/4836/
[8] PIA.GE. “პრემიერი: მედიკამენტების ფასი და მოქალაქეების ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს”. 23 დეკემბერი 2020. განცხადება ხელმისაწვდომია: https://pia.ge/news/politics/premieri-medikamentebis-phasi-da-mokalakeebis-jibidan-gadakhda-unda-shemtsirdes
[9] PIA.GE. “პრემიერი: ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია, ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან”. 2 აგვისტო 2021. განცხადება ხელმისაწვდომია: https://pia.ge/news/politika/premieri-kvekanashi-tsamlebis-phasi-dzalian-gazrdilia-zogiert-tsamalze-300-400–iani-phasnamatia-kompaniebis-mkhridan
[10] JAMnews. “ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წამლის ფასი დიდი ტვირთია საქართველოს მოსახლეობისთვის”. 16 ნოემბერი 2021. განცხადება ხელმისაწვდომია: https://jam-news.net/ge/jandacvis-ministris-tqmit-wamlis-fasi-didi-tvirtia-saqartvelos-mosakhleobistvis/
[11] Forbes. https://forbes.ge/retsepti-survilebi-da-shes/
[12] საქართველოს მთავრობის დადგენილება N209. „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2017 წლის 25 აპრილი.
[13] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. „რამდენად შეუძლიათ ადამიანებს ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვა?“ 2021
[14] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები, 2017
[i] გაეროს ბავშვთა ფონდი. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, 2017
[ii] NDI, მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2019
[iii] OECD, სტატისტიკურ მონაცემთა ბაზა, 2019
[iv] საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები, 2017-2019წწ
[v] საერთაშორისო ფონდი კურაციო. ფარმაცევტული საშუალებების ფასწარმოქმნის მექანიზმები მოსახლეობაში მედიკამენტებზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის – მტკიცებულებების სწრაფი მიმოხილვის დოკუმენტი. 2019
[vi] საერთაშორისო ფონდი კურაციო. ფარმაცევტული საშუალებების ფასწარმოქმნის მექანიზმები მოსახლეობაში მედიკამენტებზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის – პოლიტიკის დიალოგის შეჯამება. 2019
[vii] Atikeler, E. K., & Özçelikay, G. (2016). Comparison of pharmaceutical pricing and reimbursement systems in Turkey and certain EU countries. SpringerPlus, 5(1). https://doi.org/10.1186/S40064-016-3455-Z
[viii] Van Der Gronde, T., Uyl-De Groot, C. A., & Pieters, T. (2017). Addressing the challenge of high-priced prescription drugs in the era of precision medicine: A systematic review of drug life cycles, therapeutic drug markets and regulatory frameworks. PLoS ONE, 12(8). https://doi.org/10.1371/JOURNAL.PONE.0182613
[ix] World Health Organization (2021). Pharmaceutical pricing and reimbursement systems in Eastern Europe and Central Asia.
[x] Kanavos, P., Fontrier, A. M., Gill, J., & Efthymiadou, O. (2020). Does external reference pricing deliver what it promises? Evidence on its impact at national level. The European Journal of Health Economics : HEPAC : Health Economics in Prevention and Care, 21(1), 129–151. https://doi.org/10.1007/S10198-019-01116-4
[xi] Vogler, S., Lepuschütz, L., Schneider, P., & Stühlinger, V. (2015). Study on enhanced cross-country coordination in the area of pharmaceutical product pricing. https://doi.org/10.2875/631265
[xii] Lee, I. H., Bloor, K., Hewitt, C., & Maynard, A. (2015). International experience in controlling pharmaceutical expenditure: influencing patients and providers and regulating industry – a systematic review. Journal of Health Services Research & Policy, 20(1), 52–59. https://doi.org/10.1177/1355819614545675
[xiii] Barros, P. P., & Nunes, L. C. (2010). The impact of pharmaceutical policy measures: An endogenous structural-break approach. Social Science & Medicine, 71(3), 440–450. https://doi.org/10.1016/J.SOCSCIMED.2010.04.020
[xiv] Carone, G., Schwierz, C., & Xavier, A. (2012). Cost-containment policies in public pharmaceutical spending in the EU. Economic and Financial Affairs. https://doi.org/10.2765/27111
[xv] Fontrier, A. M., Gill, J., & Kanavos, P. (2019). International impact of external reference pricing: should national policy-makers care? The European Journal of Health Economics : HEPAC : Health Economics in Prevention and Care, 20(8), 1147–1164. https://doi.org/10.1007/S10198-019-01083-W
[xvi] Rémuzat, C., Urbinati, D., Mzoughi, O., Hammi, E. El, Belgaied, W., & Toumi, M. (2015). Overview of external reference pricing systems in Europe. Journal of Market Access & Health Policy, 3(1), 27675. https://doi.org/10.3402/JMAHP.V3.27675
ახალი ამბები
ახალი კვლევის ანგარიში: დონორული მხარდაჭერიდან ტრანზიცია – ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიით მოცვის მასშტაბის შენარჩუნება საქართველოში
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ბარომეტრის მეთხუთმეტე ტალღის შედეგები თემაზე: „სამედიცინო სერვისების ბაზარი საქართველოში: სამედიცინო ბაზრის სტრუქტურული ფაქტორები და მისი შედეგები“.
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის გავრცელების რისკების შეფასება და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ რისკების შემცირების შესაძლო მექანიზმები
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ახალი სტატია: „საქართველოში ახალგაზრდების ტრანსდიაგნოსტიკური ფსიქოსოციალური პრევენცია-ინტერვენციის სერვისი: ეფექტურობის კვლევის ადრეული შედეგები“
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
სამუშაო შეხვედრა უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასებასა და მისი შემცირების მექანიზმის შეთავაზებაზე
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
IPN: „საერთაშორისო ფონდ კურაციოს“ პრეზიდენტი – საქართველო მიიღებს ნებისმიერ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული და ნებადართული
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
მოზარდებსა და ახალგაზრდებში ადიქციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის პრევენცია საქართველოში – კვლევის შუალედური შედეგების მოხსენება
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების გავლენა სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოხმარებასა და ხარისხზე საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
მიმდინარე პროექტი, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების პრევენციას, გამოვლენასა და მკურნალობის ხარისხის ამაღლებას ემსახურებოდა დაიხურა
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ქალი ავტორების მხარდასაჭერი პროგრამა ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევაზე დაფუძნებული პირველი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოსაქვეყნებლად
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
პროექტი: აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან და ამავე პოპულაციის ზომის შეფასება
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ფარმაცევტული ინდუსტრიის სიხარბე და ხელოვნური ფასები – საქართველო აივ ინფექციის მედიკამენტებზე გაუარესებული ხელმისაწვდომობის მოლოდინშია
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
სტატია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა საქართველოში: პოლიტიკის ინფორმირება და მტკიცებულებების გამოყენება
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ინტერვიუ თამარ სირბილაძესთან საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ზომასა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
საკონფერენციო აბსტრაქტი: რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევა, პოლიტიკის ცვლილებისთვის
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
საკონფერენციო ნაშრომი: რეალისტური შეფასების მეთოდის გამოყენება კომპლექსური ინტერვენციის შესაფასებლად, საქართველოში ტუბერკულოზის მართვის პროგრამის გასაუმჯობესების მიზნით
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ვილნიუსში გაიმართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური მდგრადობის და გარდამავალი პერიოდის კოორდინირების საკითხებზე იმსჯელეს
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს ორ ძირითად ქალაქში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში

ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია და დანახარჯები, ქრონიკული და მწვავე მდგომარეობის პაციენტებისთვის საქართველოში: არის თუ არა პროგრამის სარგებელი დიზაინის შესაბამისი
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ჟურნალ BMC-ში გამოქვეყნდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ საქართველოში ჩატარებული რანდომიზებული კვლევა – „იმუნიზაციის პროგრამაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის როლის შედეგები“ .
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
აივ/შიდსის კოორდინაცია ეროვნულ და ქვე-ეროვნულ დონეზე: რამდენად ეფექტიანად ასრულებენ გლობალური ჯანდაცვის ინიციატივები დასახულ ამოცანებს
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს სტიპენდიის პროგრამას ჯანდაცვის/ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
No comments