hello
ზოგადი სურათი აივ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრით საქართველო კონცენტრირებული ეპიდემიის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. მოზრდილ მოსახლეობაში აივ ინფექციის გავრცელება დაბალია და სავარაუდო მაჩვენებელი 0.5%-ს შეადგენს. ინფექციის გადაცემის მთავარი გზა 2016 წელს გამოვლენილ შემთხვევათა შორის ჰეტეროსექსუალური კონტაქტი…
საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ და საერთაშორისო ფონდი კურაციოს ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში საქართველოში. კვლევით განისაზღვრა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი პოპულაციის სავარაუდო ზომა, რომელიც ქსელის ზომის განსაზღვრის მეთოდის და კოეფიციენტების ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. ხელმისაწვდომია: აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017 წარმოდგენილი კვლევის ამოცანა იყო 2016-17 წლებში საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომის შეფასება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით და შედეგების შეჯერება ამ სარისკო პოპულაციის ყველაზე მეტად დამაჯერებელი სავარაუდო რაოდენობის მისაღებად. კვლევა…
[vc_row][vc_column][vc_column_text] ავტორი იულია მაკაიოვა [/vc_column_text][vc_column_text] აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა. საქართველოში ჯანდაცვის რეფორმების რამდენიმე ტალღის შედეგად, ცალკე მდგომი ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებები, გარდა დიდ ქალაქებში მდებარე დაწესებულებებისა, ფიზიკურად ინტეგრირდნენ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში და ამჟამად კერძო პროვაიდერების მფლობელობაში არიან, სადაც ტუბერკულოზის მკურნალობის სერვისებს ფთიზიატრები და DOT-ის…
[vc_row][vc_column width="1/1"][vc_column_text]9 აგვისტოს საერთაშორისო ფონდი კურაციო ტუბერკულოზის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით მეორე სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა მიმდინარე პროექტის -„ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება“ - ფარგლებში ჩატარდება, რომელიც საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის შემუშავებაში ეხმარება. შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ ინტერვენციის დიზაინის კონცეფციას და მოვისმენთ დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებებს, კონცეფციის დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით. ინტერვენციის დოკუმენტის შესაქმნელად, გასულ კვირას კურაციოს სტუმრობდნენ პროექტში ჩართული პარტნიორები დედოფალ მარგარეტის უნივერსიტიდან და ანტვერპის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტიდან.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column width="1/1"][ultimate_spacer height="20"][vc_column_text][/vc_column_text][ultimate_spacer height="20"][vc_column_text]48 თვიანი…
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ადეკვატური ამბულატორიული პაკეტის ფორმირებისთვის. შინამეურნეობების შემოსავალი კავშირშია სერვისების მოხმარებასთან მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები მეტად იყენებენ ამბულატორიულ სერვისებს, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონენი; ჯიბიდან გადახდები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია სერვისების გამოყენებისთვის, კერძოდ სერვისის ღირებულების ერთი ლარით გაძვირება 2%-ით ამცირებს…
შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯების, ეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა ”. კვლევითი პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 48 თვეს შეადგენს, საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის (პილოტური პროექტი) შემუშავებაში დაეხმარება. კერძოდ, კვლევის ფარგლებში შემდეგ კითხვებს გაეცემა პასუხი: (1) რა გავლენა აქვს პროვაიდერებზე ფოკუსირებულ, შედეგზე დაფუძნებულ…
შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯების, ეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა ”. კვლევითი პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 48 თვეს შეადგენს, საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის (პილოტური პროექტი) შემუშავებაში დაეხმარება. კერძოდ, კვლევის ფარგლებში შემდეგ კითხვებს გაეცემა პასუხი: (1) რა გავლენა აქვს პროვაიდერებზე ფოკუსირებულ, შედეგზე დაფუძნებულ…
თებერვალში საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი გიორგი გოცაძე ფორბსის ქართულ გამოცემას ესაუბრა. ინტერვიუში აქცენტი ჯანდაცვის სისტემების ეფექტიან მართვაზე და ჯანდაცვაში ინოვაციების როლზე გაკეთდა. ამ კონტექსტში ისაუბრეს გლობალური ჯანდაცვის სისტემების (HSG) და საერთაშორისო ფონდი კურაციოს თანამშრომლობაზეც. გთავაზობთ ინტერვიუს: გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG) პირველი საერთაშორისო საზოგადოებაა, რომლის მიზანია, იკვლიოს ჯანმრთელობის სისტემები და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას შეუწყოს ხელი. HSG მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1900 წევრს: მკვლევრებს, პოლიტიკის შემქმნელებს, დონორებს, განმახორციელებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს. 2015 წლის მარტამდე HSG-ის სამდივნო კოპენჰაგენში იყო…
[vc_row][vc_column][vc_column_text]ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიო მასშტაბით. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში. 2016 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჩაატარა თვისებრივი კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების შესასწავლად. მიმდინარე კვლევის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორები რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს შორის საქართველოში. კვლევამ გამოავლინა სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მკურნალობაზე დამყოლობაზე რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. შედეგები დაჯგუფებულია სტრუქტურულ, სოციალურ, პერსონალურ და ჯანდაცვის სისტემურ ფატორებად…
ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, როცა დონორი ორგანიზაციები ფინანსურ რესურსებს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან ღარიბი ქვეყნების გასაძლიერებლად მიმართავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა HIV და ტუბერკულიოზის სახელმწიფო პროგრამების მდგრადი განხორციელება. გარდამავალი პროცესის წარმატებას ხშირად ქვეყნების მდგომარეობის ობიექტური შეფასება განაპირობებს, რომ განისაზღვროს რა სირთულეები არსებობს ქვეყანაში და დაიგეგმოს საპასუხო აქტივობები, ქვეყნის გასაძლერებლად. [caption id="attachment_4742" align="alignright" width="503"] გარდამავალი მზადყოფნის შეფასების (TPA) ჩარჩო[/caption] ამგვარი შეფასებისთვის საჭირო გახდა შექმნილიყო გარდამავალი მზადყოფნის შეფასების (TPA) ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ, გლობალური ფონდის…
საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის ორგანიზებით 26 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აუდიტორიას გაეცნო ორი ახალი კვლევის შედეგები. კვლევები ტუბერკულოზის გამოვლენის და მკურნალობაზე დამყოლობის სისტემურ ფაქტორებს იკვლევს. პროექტი მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციასთან არსებული ტროპიკული დაავადებების კვლევითი ცენტრის (WHO/TDR) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ფონდმა იმსჯელა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობის თვისებრივი კვლევის მიგნებების შესახებ, რომელიც ანგარიშის სახით იანვრის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი. კურაციომ შევაჩეროთ ტუბერკულოზის (Stop TB Partnership) ფინანსური მხარდაჭერით ასევე აღწერა ტუბერკულოზის სფეროში…
უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა დონორების მიერ ჯანდაცვის სფეროში პროგრამების დაფინანსება, განსაკუთრებით საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ეს ეხება აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამებსაც, რომლებიც ფინანსდება გლობალური ფონდის მიერ. ეს ტენდენცია ეჭვ ქვეშ აყენებს აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის წინააღდეგ მიმართული პროგრამების მდგრადობას, კერძოდ კი საფრთხე ემუქრება იმ პროგრამებს, რომლებსაც არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები მაღალი რისკის ჯგუფების მხარდასაჭერად ახორციელებენ. გარდამავალ პერიოდში აქტივობების კოორდინაციის მიზნით, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის ინიციატივით და გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ვილნიუსში (ლიტვა), 20 -21 ოქტომბერს გლობალური სამიტი ჩატარდა. სამიტის მიზანი იყო დონორთა (გლობალური ფონდი,…
წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო თუმცა ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი და ჯანდაცვის სიტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგებს მიმოიხილავს. ნახეთ ვიდეო-კომენტარი.
სტატუსი: დახურული პროექტი შესავალი და ზოგადი მიმოხილვა პროექტის მიზანია აფთიაქებში მედიკამენტების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოპოვება; რეცეპტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების აღსრულება; ასევე ფარმაცევტულ მრეწველობაში არსებული პრაქტიკის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირება აღნიშნული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ კვლევის მეხუთე რაუნდს ატარებს. კვლევა მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება. მოსალოდნელი შედეგები და მათი გამოყენება პროექტის მიზანი ფარმაცევტულ სფეროში შემდგომი კვლევების ჩატარებაა. მეხუთე რაუნდის ფარგლებში მედიკამენტების ფასების განსასაზღვრად წინა რაუნდების დროს გამოყენებული მეთოდის ანალოგიური საერთაშორისო მეთოდი იქნება გამოყენებული. კვლევის…
სტატუსი: დასრულებული პროექტი შესავალი და ზოგადი მიმოხილვა პროექტის ძირითადი მიზანი უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობისთვის პატრონაჟის (შინ მისვლის) სისტემის შეფასებაში ტექნიკური დახმარების გაწევაა. პროექტი ძირითადად პატრონაჟის სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას ისახავს მიზნად. შეფასების შედეგად განისაზღვრება რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მომსახურების მოცვის არეალის გასაფართოებლად. პატრონაჟის (შინ მისვლის სერვისის) მიზანია მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების დროულად გამოვლენა, დედისა და ბავშვის დახმარების/მხარდაჭერის ძირითადი სერვისების მიწოდებაში არსებული განსხვავებების აღმოფხვრისა და მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის…
შესავალი და ზოგადი მიმოხილვა გლობალური ფონდი ტუბერკულოზის, შიდსის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციაა მსოფლიოში. იგი საქართველოში 2003 წლიდან საქმიანობს. გლობალური ფონდის დახმარებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, კერძოდ, მოისპო დაავადება მალარია (2011 წლიდან) და აივ ინფექციის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. მიუხედავად ამისა, 2016 წლის დასაწყისში გლობალურმა ფონდმა საქართველოში არსებული პროგრამების დაფინანსება შეწყვიტა და დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა დაიწყო. აღნიშნული პროცესი სამ წლამდე გაგრძელდება. დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის შედეგად, საქართველო გლობალური ფონდის…
სტატუსი: დახურული პროექტი შესავალი და ზოგადი მიმოხილვა ახალი სამთავრობო ინიციატივის შედეგად საქართველოს მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) საწინააღმდეგო მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, პაციენტებს, რომლებიც C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ტესტს ჩაიტარებენ HCV-ის სამკურნალო ძვირ მედიკამენტებს შედარებით დაბალ ფასად მიიღებენ (საბაზრო ფასთან შედარებით 60% -ით ნაკლებად). C ჰეპატიტის პროგრამას ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ჯანდაცვის აღნიშნული პრობლემის პრიორიტეტულობაზე მიუთითებს. ზიანის შემცირების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც 2008 წლიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ხორციელდება, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სხვა აღმკვეთ ღონისძიებებთან ერთად…
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეაფასა UNICEF-ის პროგრამების შედეგები 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობისა და ავადობის სტატისტიკის გაუმჯობესების მხრივ შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში: ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, სერბეთი და უზბეკეთი. ანგარიში აფასებს 12 წლიან პერიოდს 2000-დან 2012 წლამდე და მასზე მუშაობა 2014-2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეფასებამ აქცენტი გააკეთა შემდეგ მიმართულებებზე: 1. პროგრამების გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე; 2. თანასწორობის და შესაბამისობის პრინციპები; 3. სისტემური ცვლილებები; 4. UNICEF-ის წვლილი; 4. მდგრადობის საკითხი. კვლევამ აჩვენა, რომ შეფასების პერიოდში შემცირებულია 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა…
ივლისის თვეში საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარები, ლელა სულაბერიძე და ივდითი ჩიქოვანი აივ-ინფექციისთვის მიძღვნილ გლობალურ კონფერენციას AIDS2016 სტუმრობდნენ, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ დურბანში ჩატარდა. AIDS2016-ის ფარგლებში 18000-მდე დელეგატი შეიკრიბა, რათა ემსჯელათ აივ-შიდსის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებებსა და გამოწვევებზე და სხვა გლობალური ეპიდემიოლოგიური ტენდენციებზე. ივდითი ჩიქოვანი IAEN -ის პრე-კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა და ისაუბრა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დონორების დახმარების შეწყვეტის საკითხზე. მოხსენების ფარგლებში აუდიტორიას გაეცნო კურაციოს მიერ შემუშავებული ჩარჩო (Framework), რომელიც აფასებს ქვეყნის მზაობას დონორული დახმარების შემდგომი პერიოდისთვის. მოხსენება აღმოსავლეთ ევროპის და…
100-მდე ჯანდაცვის ექსპერტი შეიკრიბა ჟენევაში ივნისის ბოლოს, რათა მხარი დაეჭირათ ჯანდაცვის საერთაშორისო პარტნიორობიდან (The International Health Partnership (IHP+)) უნივერსალურ ჯანდაცვა 2030-ზე (Universal Health Coverage (UHC 2030)) გადასვლის პროცესისთვის და ემსჯელათ ახალი კონცეფციის თაობაზე. UHC 2030 იქნება პლათფორმა, რომელიც მრავალ დაინტერესებულ მხარეს გააერთიანებს. ეს იქნება სივრცე, სადაც თავს მოიყრის გლობალური ხედვა ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისა და უნივერსალური ჯანდაცვის განვითარებისთვის. UHC 2030-ის მიზანია მხარი დაუჭიროს უნივერსალური ჯანდაცვის პროგრესს, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები UHC 2030-ის განვითარების…
აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში, 2015 საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს საკვანძო ჯგუფებში აივ ინფექციის გავრცელების შეფასებას; აივ ინფექციასთან მიმართებაში, ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოში პატიმრებს შორის ქცევაზე და ბიომარკერებზე ზედამხედველობის (Bio-BSS) კვლევის შემდგომ ტალღას. პირველი ასეთი კვლევა ჩატარდა 2008 წელს, მარტივი რანდომული შერჩევის გამოყენებით. ამ ტალღაში შესწავლილ იქნა აგრეთვე სიფილისის პრევალენტობა პატიმრებში. კვლევა ჩატარდა…
17-18 მაისს, ვაშინგტონში EPIC immunization costing უმასპინძლებს სამუშაო სემინარს: იმუნიზაციის ღირებულების შესახებ, სახელწოდებით: „რა ვისწავლეთ? რა შეგვიძლია ვაკეთოთ უკეთესად?“. საერთაშორისო ფონდი კურციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე და ბიზნესის განვითარების განყოფილების დირექტორი ქეთევან გოგუაძე სემინარის მონაწილეთა შორის არიან. 18 მაისს შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია: მდგრად ინსტიტუციონალურ კავშირებსა და იმუნიზაციის პროგრამის განხორციელების გაუმჯობესების შესახებ, დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი იქნება ფონდი კურაციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე. ღონისძიების შესახებ: EPIC მხარს უჭერს საზოგადოებას, რომელიც აკვირდება იმუნიზაციის პროგრამის ღირებულებას და ფინანსურ დინებებს, ამ ინფორმაციის გამოყენებით კი…
საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის უახლეს ტალღას (ასეთი კვლევები ტარდება 2007 წლიდან) საქართველოში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ). ამ ტალღაში შესწავლილ იქნა აგრეთვე C ჰეპატიტის ვირუსისა და სიფილისის პრევალენტობა მსმ პოპულაციაში. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორი…
საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის და საერთაშორისო ფონდი კურაციოს ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში საქართველოში, 2015 წელს. კვლევით განისაზღვრა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი პოპულაციის სავარაუდო ზომა, რომელიც სხვადასხვა მეთოდის გამოყენების საშუალებით განხორციელდა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მთავარი მიზანი ყველაზე მეტად სარწმუნო მონაცემის მიღება იყო. აღნიშნული კვლევა ჩატარდა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევასთან ერთად ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში. კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს საკვანძო ჯგუფებში აივ ინფექციის გავრცელების შეფასებას; აივ ინფექციასთან მიმართებაში, ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში (ინმ) ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის უახლეს ტალღას (ასეთი კვლევები ტარდება 2002 წლიდან). ამ ტალღაში შესწავლილ იქნა აგრეთვე C ჰეპატიტის ვირუსის პრევალენტობა ინმ პოპულაციაში. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორი ორგანიზაციების - საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის და…
საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფების/ორგანიზაციების გაძლიერება. პროექტის მთავარ ამოცანაა, ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის - ტუბერკულოზის საპასუხოდ შექმნას პაციენტზე ორიენტირებული, სახელმწიფოსა და თემს შორის მაღალ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მჭიდრო კავშირი. პროექტის სამი ძირითადი ამოცანა შემდეგია: ტუბერკულოზის მიმართულებით წამოჭრილ პრობლემურ საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაუმჯობესებლად, სამართლებრივი და სოციალური გარემოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ხარვეზებისა და საჭიროებების შეფასება; ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის; კავშირების, კოორდინაციისა და თანამშრომლობის დონის გაუმჯობესება ტუბერკულიოზის…
ბიზნესკურიერმა აქცენტები ფასების ზრდაზე გააკეთა და ძირითადად წამლების ფასების ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა. ექსპერტების განწყობების და მოლოდინების ცვლილების შეფასება ბარომეტრის ოთხი ტალღის შედეგების შედარებით სცადეს. წამლების ფასების ზრდაზე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომ, სტუდიაში მოწვეული სტუმარი ვალერი კვარაცხელია იყო.
პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსება“ განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ (საგრანტო ხელშეკრულება No: RFA-GC6-001-DT) დასავლეთ საქართველოში თემის მობილიზაციის ინიციატივის ხელშეწყობის პროექტის ფაგლებში. პროექტი განხორციელდა „ქეა ინტერნეიშენალის“ კავკასიის წარმომადგენლობის ადმინისტრირებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ პროექტის განხორციელება დაიწყო 2003 წლის აგვისტოში და დაასრულა 2004 წლის აგვისტოში. თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროექტის მთავარი მიზანი იყო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში არსებული ბარიერების შემცირება სამიზნე თემების ღარიბი მოსახლეობისთვის თემის მიერ მართული ჯანდაცვის პროგრამების შემუშავების საშუალებით, რომლის ფარგლებში ხდება წინასწარ გადახდის საფუძველზე თემის ფინანსური…
2012-2014 წლებში საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი წარმოადგენდა. კვლევა უფრო მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვეთი, ბენინი, უგანდა, ზამბია, განა, ჰონდურასი) რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების შეფასებას. კვლევა ჩატარდა Bill & Melinda Gates Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს: ა) ქვეყანაში იმუნიზაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების დაგეგმვის გაუმჯობესებას, ბ) ქვეყანაში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ეფექტური განხორცილებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების, იმუნიზაციის სერვისების…
„პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ)“ ეს არის კვლევა, რომლის შესახებაც შიდსის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მერვე კონფერენციაზე სახელწოდებით „აივ პათოგენეზი, მკურნალობა და პრევენცია“ , იმსჯელეს და კვლევის მიგნებები გააცნეს ფართო საზოგადოებას. კვლევა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2014 წელს, ქალაქ თბილისში ჩაატარა. მკვლევართა გუნდმა კვლევის პროცესში გამოიყენა ინოვაციური მეთოდი, კერძოდ მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდი, რომელიც ემყარება ქსელურ შერჩევას. აღნიშნული მეთოდი პირველად იქნა გამოყენებული მსმ-ებში, მცირე მოდიფიკაციით თავდაპირველი ვარიანტისგან. მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდით მიღებული შედეგები სრულ თანხვედრაშია სხვა უკვე კარგად…
„პოპულაციის ზომის შეფასება მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ)“ ეს არის კვლევა, რომლის შესახებაც შიდსის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მერვე კონფერენციაზე სახელწოდებით „აივ პათოგენეზი, მკურნალობა და პრევენცია“ , იმსჯელეს და კვლევის მიგნებები გააცნეს ფართო საზოგადოებას. კვლევა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2014 წელს, ქალაქ თბილისში ჩაატარა. მკვლევართა გუნდმა კვლევის პროცესში გამოიყენა ინოვაციური მეთოდი, კერძოდ მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდი, რომელიც ემყარება ქსელურ შერჩევას. აღნიშნული მეთოდი პირველად იქნა გამოყენებული მსმ-ებში, მცირე მოდიფიკაციით თავდაპირველი ვარიანტისგან. მოდიფიცირებული ჩაჭერა-უკუჩაჭერის მეთოდით მიღებული შედეგები სრულ თანხვედრაშია სხვა უკვე კარგად…
ბიზნესკურიერმა აქცენტები ფასების ზრდაზე გააკეთა და ძირითადად წამლების ფასების ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა. ექსპერტების განწყობების და მოლოდინების ცვლილების შეფასება ბარომეტრის ოთხი ტალღის შედეგების შედარებით სცადეს. წამლების ფასების ზრდაზე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომ, სტუდიაში მოწვეული სტუმარი ვალერი კვარაცხელია იყო.
მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 2016 წლის 14-18 ნოემბერს, ვანკუვერში (კანადა), გაიმართება ჯანდაცვის სისტემების კვლევისადმი (Health Systems Research) მიძღვნილი გლობალური სიმპოზიუმი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება - Health Systems Global (HSG) უკვე მეოთხედ მასპინძლობს. 2015 წლის 1 მარტიდან Health Systems Global-ის სამდივნოს საერთაშორისო ფონდი კურაციო მასპინძლობს თბილისში. მეოთხე სიმპოზიუმი ჯანდაცვის სისტემების მდგრადობასა და რეაგირებისუნარიანობას მიეძღვნება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც კონკრეტული კვლევითი გამოცდილება აქვს, სურს, საკუთარი სამეცნიერო მიგნებები მსოფლიო საზოგადოებას გაუზიაროს და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჯანდაცვის სისტემების კვლევის 2016 წლის…
გლობალური ალიანსი (Gavi) ეხმაურება ფონდი კურაციოს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც შეეხება ბოსნია-ჰერცოგოვინაში Gavi-ის დამხარების მდგრადობის შეფასებას. გლობალურმა ალიანსი აღნიშნულ დოკუმენტს აფასებს, როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუციას Gavi-ის პროგრამის გასაუმჯობესებლად გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. “ჩვენთვის ეს შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ქვეყნების განვითარების მხარდაჭერა Gavi-ს პროგრამების დასრულების შემდგომ პერიოდში. შეფასება ასევე ხაზს უსვამს მიღებულ გაკვეთილებს და იძლევა რეკომენდაციებს, რომელიც Gavi-ის პოლიტიკის დოკუმენტების განვითარების შესაძლებლობას იძლევა." - იხილეთ შეფასების სრული დოკუმენტი. საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ მომზადებულმა შეფასებამ მოიცვა როგორც ფინანსური, ისე…
სერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი Vaccine აქვეყნებს სტატიას“ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენას იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზღვრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში”. სტატიის თანაავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები არიან. კვლევა, რომელიც მოლდავეთში საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა, არის ფართომასშტაბიანი კვლევის ნაწილი, რომელიც Bill & Melinda Gates Foundation-ის მხარდაჭერით განხორციელდა 6 ქვეყანაში. კვლევის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის და იმუნიზაციის სერვისების მიწოდების ეკონომიკური ღირებულების ანალიზი წარმოადგენდა. ამ დრომდე ძალიან მცირე რაოდენობის კვლევაა ჩაატარებული განვითარებად ქვეყნებში იმუნიზაციის პროგრამის შესრულებაზე მოქმედი და იმუნიზაციის სერვისების ღირებულების განმსაზღვრელი ფაქტორების…
ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეხუთე ტალღა საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრში“ მონაწილე სპეციალისტების და ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით გთავაზობთ ბარომეტრის მეხუთე ტალღის შედეგებს. ამ ტალღის აქცენტები ისეთ საკითხებზე გაკეთდა, როგორიცაა: მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო მომსახურების მოხმარების ტენდენციები, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი და კერძო სამედიცინო დაზღვევის პერსპექტივები, და სხვა. ბარომეტრის მეხუთე ტალღის მთავარი მიგნებები ასეთია: ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებით ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად “C” ჰეპატიტის პროგრამა…
სერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი Vaccine აქვეყნებს სტატიას“ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენას იმუნიზაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და განსაზღვრავენ იმუნიზაციის სერვისების ღირებულებას მოლდავეთში”. სტატიის თანაავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს ექსპერტები არიან. კვლევა, რომელიც მოლდავეთში საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა, არის ფართომასშტაბიანი კვლევის ნაწილი, რომელიც Bill & Melinda Gates Foundation-ის მხარდაჭერით განხორციელდა 6 ქვეყანაში. კვლევის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის და იმუნიზაციის სერვისების მიწოდების ეკონომიკური ღირებულების ანალიზი წარმოადგენდა. ამ დრომდე ძალიან მცირე რაოდენობის კვლევაა ჩაატარებული განვითარებად ქვეყნებში იმუნიზაციის პროგრამის შესრულებაზე მოქმედი და იმუნიზაციის სერვისების ღირებულების განმსაზღვრელი ფაქტორების…
2012-2014 წლებში საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი წარმოადგენდა. კვლევა უფრო მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვეთი, ბენინი, უგანდა, ზამბია, განა, ჰონდურასი) რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების შეფასებას. კვლევა ჩატარდა Bill & Melinda Gates Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს: ა) ქვეყანაში იმუნიზაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების დაგეგმვის გაუმჯობესებას, ბ) ქვეყანაში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ეფექტური განხორცილებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების, იმუნიზაციის სერვისების…
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ბოსნია და ჰერცოგოვინაში (BiH) გლობალური ალიანსის მხარდაჭერის პროექტის საბოლოო შედეგები შეაფასა. პროექტის შედეგების შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის - გლობალური ალიანსი ვაქცინებისა და იმუნიზაციისთვის - სამდივნოს დავალებით განხორციელდა. შეფასებამ მოიცვა როგორც ფინანსური, ისე პროგრამული მხარე და ემყარებოდა ბოსნია ჰერცოგოვინას გამოცდილებას გლობალური ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის მიღებამდე, მხარდაჭერის პერიოდში და მის შემდეგ. GAVI-ის საქმიანობის შეფასება მოხდა სამი სხვადასხვა ფოკუსით: დაგეგმვა (GAVI-ის მხარდაჭერამდე), განხორციელება (GAVI-ს მხარდაჭერის დროს) და შედეგები (მხარდაჭერის შემდგომ). დამატებით, თითოეული პერიოდის მიღწევა კიდევ ერთხელ შემოწმდა ხუთი OECD/DAC…
2014 წელს საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ბოსნია და ჰერცოგოვინაში (BiH) გლობალური ალიანსის მხარდაჭერის პროექტის საბოლოო შედეგები შეაფასა. პროექტის შედეგების შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის - გლობალური ალიანსი ვაქცინებისა და იმუნიზაციისთვის - სამდივნოს დავალებით განხორციელდა. შეფასებამ მოიცვა როგორც ფინანსური, ისე პროგრამული მხარე და ემყარებოდა ბოსნია ჰერცოგოვინას გამოცდილებას გლობალური ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის მიღებამდე, მხარდაჭერის პერიოდში და მის შემდეგ. GAVI-ის საქმიანობის შეფასება მოხდა სამი სხვადასხვა ფოკუსით: დაგეგმვა (GAVI-ის მხარდაჭერამდე), განხორციელება (GAVI-ს მხარდაჭერის დროს) და შედეგები (მხარდაჭერის შემდგომ). დამატებით, თითოეული პერიოდის მიღწევა კიდევ ერთხელ შემოწმდა ხუთი OECD/DAC…
საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა BMC Health Services Research გამოაქვეყნა სტატია „ჯანდაცვის სერვისების უტილიზაცია და დანახარჯები, ქრონიკული და მწვავე მდგომარეობის პაციენტებისთვის საქართველოში: არის თუ არა პროგრამის სარგებელი დიზაინის შესაბამისი “. სტატიის ავტორები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ექსპერტები არიან. სტატია აღწერს, თუ როგორ ზემოქმედებს ჯანდაცვის სერვისების მოხმარებასა და დანახარჯებზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა. კვლევამ აჩვენა, რომ პროგრამამ მეტი სარგებელი მოუტანა ჯანმრთელობის მწვავე პრობლემის მქონე პაციენტებს, როგორც სერვისების მოხმარების, ისე მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების შემცირების…
“გლობალური ჯანდაცვის სისტემები” (HSG) არის პირველი საერთაშორისო საზოგადოება, რომელის ფუნქციონირების მიზანია ჯანმრთელობის სისტემების კვლევა და არსებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა. HSG მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს მკვლევარებს, პოლიტიკოსებს, დონორებს, განმახორციელებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს. HSG-ის 1900 წევრი ერთად მუშაობს რათა შექმნას საჭირო მეცნიერული მტკიცებულებები, გაავრცელოს ეს ცოდნა, და ხელი შეუწყოს მის გამოყენებას ჯანდაცვის სფეროს განვითარების და გაძლიერების მიზნით. 2015 წლის პირველი მარტიდან, საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) გახდა HSG-ის სამდივნო. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე, 'გლობალური…
ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეოთხე ტალღა საერთაშორისო ფონდი "კურაციო" მუდმივად აკვირდება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და გთავაზობთ ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებს. კვლევაში მონაწილე სპეციალისტები აფასებენ ბოლო ექვსი თვის მანძილზე მიმდინარე მოვლენებს: მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე, რეცეპტების შემოღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ფასების დინამიკას, ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო მოლოდინებს. ბარომეტრის შედეგები ასახავს კვლევაში ჩართულ სპეციალისტთა მოსაზრებებს და მოლოდინებს. რეალური ტენდენციების წარმოსაჩენად, რესპონდენტთა მოსაზრებები შედარებულია ფაქტობრივ სტატისტიკურ და სხვა კვლევების მონაცემებს. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების,…
29 იანვარს, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც ორგანიზებული იყო ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ. ფორუმი ჩატარდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ქვეყანაში მიმდინარე დიალოგის ფარგლებში. შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა წარადგინეს მათი მუშაობის შედეგები და ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" ფორუმზე წარადგინა მოხსენება აივ ინფექციის გავრცელებისა და ტრანსმისიის ტენდენციების შესახებ რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებში. წარმოდგენილი მონაცემები ძირითადად ემყარებოდა ფონდის მიერ სხვადასხვა პერიოდში ჩატარებულ კვლევებს (ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით და პოპულაციის ზომის განსაზღვრა, MOT Study)…
დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფონდმა მოამზადა ვიდეოკლიპი, რომელიც ასახავს პოსდსაბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ისტორიას. პროცესის მნიშვნელოვან ეტაპებზე უშუალოდ რეფორმების განმახორციელებელნი და იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყვებიან, რომლებმაც მნივნელოვანი წვლილი შეიტანეს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში: ამირან გამყრელიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2001-2003 წლებში, აკაკი ზოიძე- საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 2001-2003 წლებში, გიორგი გოცაძე - საერთაშორისო ფონდ ‘კურაციოს’ დირექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2008-2010 წლებში, სტივენ ჰეიკინი- აშშ საერთაშორისო განვითარების…
საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოამზადა პუბლიკაცია "ჯანადცვის 20 წელი", იგი აღწერს იმ ძირეული მოვლენების თანმიმდევრობას, რომლებიც სფეროში საბჭოეთის ნგრევიდან დღემდე მიმდინარეობს და ქმნის ჯანდაცვის სფეროს ისტორიას. მოყვანილი ფაქტობრივი ინფორმაცია ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც თავს უყრის ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებიც ამა თუ იმ ცვლილებების ინიციატორები, განმახორციელებლები ან მოწმენი იყვნენ. თხრობას თან ერთვის დოკუმენტური ფოტომასალა და ინფოგრაფიკები, რაც მკითხველს 20 წლის სურათის წარმოსახვაში დაეხმარება. იხილეთ პუბლიკაცია სრულად. ასევე იხილეთ ანიმაცია პუბლიკაციის შიგთავსის შესახებ:
საერთაშორისო ფონდი "კურაციო" აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გთავაზობთ „საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის“, მესამე ტალღის შედეგებს, რომელიც მოიცავს ექვს თვიან პერიოდს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით. ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი ტრადიციულად, ცდილობს შეაფასოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენები და მათი სავარაუდო გავლენები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე. ბარომეტრის მესამე ტალღაში ყურადღება გამახვილებულია სახლემწიფო დაფინანსების ადეკვატურობაზე, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასებზე, ასევე მოსახლეობის ფინანსურ დაცულობასა და კერძო სადაზღვევო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე. სპეციალისტთა…
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომასთან" თანამშრომლობით განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია სარწმუნო ინფორმაციის გენერირება აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფისთვის ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად. დღეისათვის საქართველო აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით კონცენტრირებული ეპიდემიის ქვეყნებს მიეკუთვნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2013 წლის ბოლოსთვის აივ ვირუსით ინფიცირების 4,131 შემთხვევაა რეგისტრირებული, ბოლო წლების მანძილზე ყოველწლიურად საშუალოდ 500 ახალი შემთხვევა ვლინდება. ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით ჰეტეროსექსუალური კონტაქტი პირველ ადგილზეა (49%), ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება მეორეზე (35%), ხოლო…
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურცენტრ „თანადგომასთან" თანამშრომლობით განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია სარწმუნო ინფორმაციის გენერირება აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებისთვის ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად. დღეისათვის საქართველო აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით კონცენტრირებული ეპიდემიის ქვეყნებს მიეკუთვნება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2013 წლის ბოლოსთვის აივ ვირუსით ინფიცირების 4,131 შემთხვევაა რეგისტრირებული, ბოლო წლების მანძილზე ყოველწლიურად საშუალოდ 500 ახალი შემთხვევა ვლინდება. ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით ჰეტეროსექსუალური კონტაქტი პირველ ადგილზეა (49%), ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება მეორეზე (35%), ხოლო ჰომოსექსუალური…
საერთაშორისო ფონდი "კურაციო" აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომელშიც წარმოდგენილია ექსპერტული შეფასებები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ცვლილებებზე. "საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი" ეყრდნობა გამოკითხული 98 ექსპერტის შეფასებებს და მოიცავს 6 თვიან პერიოდს- 2013 წლის მაისიდან ოქტომბრამდე. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის მოსალოდნელ შედეგებზე, ჯანდაცვის სფეროში კერძო ინვესტიციებზე მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სავარაუდო გავლენაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე, ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე. საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" ბარომეტრი პირველად 2013 წლის აპრილში გამოაქვეყნა. მეორე გამოკითხვისას მიღებული ზოგიერთი შეფასება უფრო ოპტიმისტური აღმოჩნდა,…
პროექტი „საქართველოში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის შემუშავება“ დააფინანსა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელმა (HMN). პროექტი დაიწყო 2007 წლის აპრილში და დასრულდა 2008 წლის მარტში. პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შექმნას და ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას გაეწია შემდეგი დახმარება: ჯანმრთელობის, სტატისტიკის სფეროებიდან და განვითარების სააგენტოებიდან დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა და მოწვევა, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის მეთოდოლოგიის გამოყენებით; ყოველისმომცველი, პრიორიტეტებად დაყოფილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიული…
ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება პროექტი „ფარმაცევტული სექტორის ოპერატიული შეფასება უზბეკეთში“ დააფინანსა მსოფლიო ბანკმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ Credes-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელება 2003 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი იყო ოპერატიული შეფასება და ამისათვის ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა, წამლის პოლიტიკა და რეგულირება, სტრატეგიული ჩარჩო, პროდუქტების შერჩევა, პროგნოზირების მეთოდები, შესყიდვის მექანიზმები, ხარისხის უზრუნველყოფა, შენახვა, ტრანსპორტირება და ანგარიშგება. გარდა ამისა შესწავლილი იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო და კერძო დისტრიბუციის სისტემები, მედიკამენტების ტიპები და ღირებულება. აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.…
პროექტი დააფინანსა გლობალურმა ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკულ ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის დეკემბრამდე. პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის რეფორმას. პროექტი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა. პროექტის პირველი (1) კომპონენტის - არსებული აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება - ფარგლებში შეფასდა აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემა, რამაც მოგვიანებით აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმის შემუშავება გახადა შესაძლებელი. აივ ინფექციის ეპიდზედამხედველობის სისტემის მიმართ…
პროექტი დააფინანსა გლობალურმა ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკულ ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის დეკემბრამდე. პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის რეფორმას. პროექტი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა. პროექტის პირველი (1) კომპონენტის - არსებული აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება - ფარგლებში შეფასდა აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემა, რამაც მოგვიანებით აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული გეგმის შემუშავება გახადა შესაძლებელი. აივ ინფექციის ეპიდზედამხედველობის სისტემის მიმართ…
პროექტი „საქართველოში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების სტრატეგიული გეგმის შემუშავება“ დააფინანსა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელმა (HMN). პროექტი დაიწყო 2007 წლის აპრილში და დასრულდა 2008 წლის მარტში. პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის შექმნას და ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას გაეწია შემდეგი დახმარება: ჯანმრთელობის, სტატისტიკის სფეროებიდან და განვითარების სააგენტოებიდან დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა და მოწვევა, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელის მეთოდოლოგიის გამოყენებით; ყოველისმომცველი, პრიორიტეტებად დაყოფილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიული…
ფარმაცევტული სექტორის და მედიკამენტებით მომარაგების ქსელის ოპერატიული შეფასება პროექტი „ფარმაცევტული სექტორის ოპერატიული შეფასება უზბეკეთში“ დააფინანსა მსოფლიო ბანკმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ Credes-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელება 2003 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი მიზანი იყო ოპერატიული შეფასება და ამისათვის ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა, წამლის პოლიტიკა და რეგულირება, სტრატეგიული ჩარჩო, პროდუქტების შერჩევა, პროგნოზირების მეთოდები, შესყიდვის მექანიზმები, ხარისხის უზრუნველყოფა, შენახვა, ტრანსპორტირება და ანგარიშგება. გარდა ამისა შესწავლილი იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო და კერძო დისტრიბუციის სისტემები, მედიკამენტების ტიპები და ღირებულება. აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.…
კვლევით პროექტი ”საზოგადოებრივი ფაქტორების გავლენის შეფასება დევნილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოში" განახორციელდა საერთაშორისო ფონდი ”კურაციოს” მიერ, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით (ბაიარდ რობერტსი, პროფ. მარტინ მაკი და პროფ. ვიკრამ პატელი და ქ-ნი ნინო მახაშვილი). პროექტი დაფინანსებული იყო Wellcome Trust-ის მიერ (გაერთიანებული სამეფო). კვლევა მიზნად ისახავს გააღრმავოს ცოდნა გარეშე ფაქტორების შესახებ, რომელთაც შესაძლოა დადებითი გავლენა საქართველოში დევნილთა და კონფლიქტურ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კვლევა წარმოგვიდგენს მტკიცებულებებს დეპრესიის, ფსიქიკური დარღვევების, ალკოჰოლის მოხმარების გავრცელებაზე და სტრესულ ფაქტორებთან…
კვლევით პროექტი ”საზოგადოებრივი ფაქტორების გავლენის შეფასება დევნილების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საქართველოში" განახორციელდა საერთაშორისო ფონდი ”კურაციოს” მიერ, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობით (ბაიარდ რობერტსი, პროფ. მარტინ მაკი და პროფ. ვიკრამ პატელი და ქ-ნი ნინო მახაშვილი). პროექტი დაფინანსებული იყო Wellcome Trust-ის მიერ (გაერთიანებული სამეფო). კვლევა მიზნად ისახავს გააღრმავოს ცოდნა გარეშე ფაქტორების შესახებ, რომელთაც შესაძლოა დადებითი გავლენა საქართველოში დევნილთა და კონფლიქტურ ტერიტორიაზე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კვლევა წარმოგვიდგენს მტკიცებულებებს დეპრესიის, ფსიქიკური დარღვევების, ალკოჰოლის მოხმარების გავრცელებაზე და სტრესულ ფაქტორებთან…
საერთაშორისო ფონდი 'კურაციოს' პრეზიდენტი ქეთევან ჩხატარაშვილი ოქტომბრის თვეში ჯანდაცვის თემაზე სასაუბროდ მიიწვია რადიო მაუწყებელმა BlogTalkRadio-მ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოცდილებასა და კურაციოს წვლილზე ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში გარდამავალ პერიოდში. მოუსმინეთ ჩანაწერს New Health Internet Radio with Global Health Leaders on BlogTalkRadio
2013-2014 წლების საერთაშორისო ფონდი 'კურაციოს' სახელობის სტიპენდია ანა პეტრიაშვილმა მოიპოვა. იგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მისი მომავალი ინტერესის სფერო ფსიქიკური ჯანდაცვაა. სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასაც ამავე თემაზე აპირებს. 'ვფიქრობ, რომ კვლევის მიზანი, რომელიც დაგეგმილი მაქვს, იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისის 'აქტიური სათემო თერაპიის' ეფექტურობის შეფასება არსებულ ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით. შევისწავლი მის სოციალურ ფუნქციონირებას და ხარჯთეფექტურობას'- ამბობს იგი. ანა მოხალისედ მუშაობდა ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაში - ჰოსპისში. ასევე მოხალისედ, 2011 წელს მუშაობდა აშშ-ში მერილენდის…
2012 წელს, საერთაშორისო ფონდმა 'კურაციომ' ჩაატარა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები აივ გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს შორის. შესწავლილ იქნა აივ ინფექციის გავრცელება და სარისკო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს ექვს ქალაქში, ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებში თბილისში, კომერციული სექსის-მუშაკებში თბილისსა და ბათუმში, და პატიმრებში. ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები ბიომარკერის კომპონენტით (Bio-BSS) განმეორებით ტარდება რისკის ჯგუფის წარმომადგენლებში. კვლევების მიზანია, მოხდეს დაკვირვება ეპიდემიის გავრცელებაზე და სარისკო ქცევების ცვლილებაზე, შეფასდეს პრევენციული ინტერვენციები და შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმოს ადეკვატური საპასუხო ღონისძიებები. კვლევის განხორციელებაში საერთაშორისო ფონდ 'კურაციოსთან' ერთად…
21 მაისს, საერთაშორისო ფონდმა 'კურაციომ" თხუთმეტ ქართულ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. ეს დოკუმენტი სტანდარტების კრებულია, რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს უპირატესი პრინციპები და უზრუნველყოს ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვა. ეთიკის ნაწილი აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებული მმართველობა ორგანიზაციაში, ხოლო ხარისხის სტანდარტების მოიცავს კვლევის ხარისხის, ანალიზის და ადვოკატირების პროცესს. დოკუმენტი ანალიტიკური ორგანიზაციების ინიციატივით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭერით შემუშავდა. სტანდარტები ეფუძნება აშშ-ში, ცენტრალური…
25 აპრილს საერთაშორისო ფონდი "კურაციო" აქვეყნებს კვლევის "საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი" შედეგებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და ცვლილებებს აფასებს და ჯანდაცვის ექსპერტთა სამომავლო მოლოდინებს აღწერს. გამოკითხულ ექსპერტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე კვლევაში შეფასებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილის თვემდე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 91-მა ექსპერტმა. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის ეკონომიკურ შედეგებზე, მთავრობის მიერ ბოლო თვეებში გადადგმული ნაბიჯების მოსალოდნელ გავლენაზე კერძო ინვესტიციებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე; ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე. ექსპერტთა…
2012-2013 წლებში საერთაშორისო ფონდმა 'კურაციომ' შეისწავლა რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ხარჯები და ახალი ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები მოლდოვაში. პროექტი დაფინანსებულია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ. კვლევა შეისწავლის ა) მოლდოვაში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ეკონომიკური და ფინანსური ხარჯებს და ცვლილებებს ხარჯებში; ბ) როტავირუსის ახალი ვაქცინის დანერგვის ხარჯებს; გ) დაფინანსების და ფინანსების მოძრაობის ძირითაი წყაროებს იმუნიზაციის პროგრამაში; დ) იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი დაწესებულებების პროდუქტიულობას და იმუნიზაციის პროგრამის ძირითადი ხარჯების წარმომქნელ ფაქტორებს. ნახეთ პრეზენტაცია და საბოლოო ანგარიში (ხელმისაწვდომის ინგლისურ ენაზე).
საერთაშორისო ფონდი 'კურაციოს' ინტერნშიპის პროგრამის ფარგლებში დეკემბრის თვეში ორი სტუდენტი ეწვია. ლუჩია კალიცო (მაკალასტერის კოლეჯი, მინესოტა) და ლორა კოვარუბიასი (ჯონს კოპკინსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბლუმბერგის სკოლა) აქტიურად ჩაერთნენ ვიზიტის პერიოდში მიმდინარე პროექტებზე მუშაობის პროცესში. მათი თქმით, გამოცდილება, რომელიც მათ კურაციოში მიიღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში წარმატებით მუშაობის გაგრძელებაში დაეხმარება. მოცემულ ვიდეოში ლორა და ლუჩია საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ (ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე): ლუჩია კალიცო ლუჩია სწავლობს მინესოტაში, მაკალასტერის კოლეჯში, სპეციალიზაცია: საერთაშორისო განვითარება. კარიერული ინტერესი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო- კვლევები დედათა და ბავშვთა სფეროში. კურაციოში მუშაობდა…
25 დეკემბერს, სამშაბათს, 17:30 საათზე, საერთაშორისო ფონდი 'კურაციო' სტიპენდიანტის პროგრამის 2012-2013 წლების გამარჯვებულს ანა კასრაძეს დააჯილდოვებს. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის სკოლაში (ადმინისტრაციული შენობა, სართული 4, აუდიტორია: 417) გაიმართება. სტიპენდიის პროგრამის 2012-2013 წლების გამარჯვებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მეორე კურსის მაგისტრანტი ანა კასრაძეა. დაწესებული სტიპენდია 250 ლარს შეადგენს. გარდა სტიპენდიისა, ანა კასრაძემ საერთაშორისო ფონდ 'კურაციო'-ში სტაჟირების შესაძლებლობითაც ისარგებლა
ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა 2007 წელს ამოქმედდა და საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი მოიცვა. ამ პროგრამით, სახელმწიფო მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯანდაცვის მომსახურების დანახარჯებს მნიშვნელოვნად უმცირებს. მოცემული კვლევა აფასებს, თუ რა გავლენა ჰქონდა უმწეოთა დაზღვევის პროგრამას და შეისწავლა, თუ რამდენად სამართლიანია უმწეოებისა და არაუმწეოებისთვის ჯანდაცვის ბაზისურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯებისგან ფინანსური დაცვა. დოკუმენტში აღწერილია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის წარმატებები და ხარვეზები, რაც აღნიშნული პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლინდა. მოკლე პოლიტიკური…
პრესრელიზი ორგანიზაციამ „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ ფარგლებში მეორე გრანტი მიიღო, რომელიც გლობალური ფონდის გრანტის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, შემდგომი ხუთი წლის მანძილზე მიიღონ ტექნიკური დახმარება შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად. კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, 16 ოქტომბერი, 2012 - ორგანიზაცია „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (Management Sciences for Health (MSA)) მოხარულია გაცნობოთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს ორგანიზაციამ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი, რომლის საფუძველზე იგი გააგრძელებს პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ განხორციელებას 25 პარტნიორთან ერთად. არსებობს…
საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ ფარმაცევტული კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის შესწავლა მედიკამენტთა ხელმისაწვდომობაზე და ფასზე 2009-2012 წლებში. კვლევისთვის შერჩეული მედიკამენტთა ნუსხა მოიცავდა 52 ორიგინალ ბრენდ მედიკამენტს და მათ ექვივალენტ დაბალფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტს. თბილისში, იმერეთში, კახეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში და სამეგრელოში გამოკვლეულ იქნა პსპ/ავერსი/ჯიპისის სააფთიაქო ქსელები, დამოუკიდებელი აფთიაქები, ფარმადეპო/ფარმაცენტრი. კვლევა ცხადყოფს, რომ 2012 წელს ხელმისაწვდომობა გაუარესდა. კვლავ პრობლემად რჩება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეგიონული უთანასწორობა. ანგარიში მოიცავს კვლევის ძირითად მიგნებებს და გამოწვევებს. დასკვნით ნაწილში კი…
საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს იწვევს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 2002 წლიდან, ფონდში სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორიც არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, იელი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა და ა.შ. 2012-2013 წლებში ინტერნებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საერთაშორისო ფონდ ”კურაციო”-ს მიერ განხორციელებულ მიმდინარე კვლევებში. სტაჟირების ვადები: • სტაჟირება ზამთრის პერიოდში (დეკემბერი- თებერალი) 2-დან 6 კვირამდე; • ზაფხულის პერიოდში (ივნისი-სექტემბერი) 1-დან 4 თვემდე. სტაჟირების პირობები: სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ინტერნებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი პირობებით: •…
კურაციოს სახელობის სტიპენდია სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ანა კასრაძემ მოიპოვა.ანა კასრაძე 2011 წლიდან მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. იგი მუდმივად მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. 2011 წელს გაიარა ფლორიდის უნივერსიტეტის ონლაინ სასერტიფიკაციო პროგრამა ეპიდემიოლოგიასა და ბიოსტატისტიკაში. ანას მომავალი ინტერესის სფერო განსაკუთრებით საშიში ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიაა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო წარმოადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციის ენდემურ კერას, აღნიშნული სფერო უფრო საინტერესოდ და პერსპექტიულად მიაჩნია. ანა ფიქრობს, რომ მიღებულ სტიპენდია სწავლის გაგრძელებასა და პროფესიულ ზრდაში…
2010 წლის იანვრიდან ივლისამდე საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის აივ/შიდსის პროგრამების გავლენის შესწავლას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. კვლევის პროცესში ორგანიზაციამ გააანალიზა სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირების საქმიანობა, რომელიც აივ/შიდსის რეფორმირებას, წამალდამოკიდებულების პოლიტიკასა და მათ განხორციელებას უკავშირდება პოსტსაბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში. შესწავლის პროცესში ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ჩაღრმავებული ინტერვიუები საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. გამოკითხულ იქნა 49 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და 22 გადაწყვეტილების მიმღები პირი.…
საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” (www.curatiofoundation.org) აცხადებს სტიპენდიის პროგრამას 2012-2013 წლებისთვის. საბუთები მიიღება 15 ივნისამდე. ვის შეიძლება მიენიჭოს? სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. რა დაფინანსდება და რა სახით: • სტიპენდია გაიცემა ერთ სტუდენტზე, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 10 სასწავლო თვის მანძილზე როდის დაიწყება სტიპენდიის გაცემა: • სტიპენდიის გაცემა დაიწყება 2012 წლის პირველი აკადემიური თვიდან სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის სხვა წამახალისებელი ფაქტორები სტუდენტისთვის:• საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის სიგელი;• სტიპენდიის პერიოდის წარმატებულად გავლის შემთხვევაში…
საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი ძალიან მდიდრებისთვის და/ან ძალიან ღარიბებისთვისაა- ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ახალი კვლევის შედეგები იძლევა, რომელიც შეისწავლის უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გავლენას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. კვლევა განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის საფუძველზე „კურაციომ“ გამოაქვეყნა მოკლე დოკუმენტი, ე.წ. პოლიტიკური ცნობარი, რომელშიც აღწერილია კვლევის შედეგები. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა 2007 წელს ამოქმედდა და საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი…
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჟენევის 2012 წლის ჯანდაცვის ფორუმზე წარადგინა კვლევის წინასწარი შედეგები, რომელიც აფასებს ჯანდაცვის სისტემებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დიაბეტის მართვის თვალსაზრისით. მულტიმეთოდური და სწრაფი შეფასების მეშვეობით შესწავლილ იქნა არაგადამდები დაავადებების (დიაბეტის) მართვა ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. კვლევის მიზანია ძირითადი პრობლემების განსაზღვრა და პრაგმატული პოლიტიკური შეთავაზებების მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ხარვეზების გამოსწორებას. კვლევა ხორციელდება მე-7 ჩარჩო პროგრამის მხარდამჭერით მიმდინარე HITT-CIS პროექტის ფარგლებში. ავტორები: დინა ბალაბანოვა, მარტინ მაკკი, ივდითი ჩიქოვანი, ოქსანა ივანუტო. პრეზენტაცია წარადგინა ივდითი ჩიქოვანმა. ნახეთ ინფორმაცია ჟენევის ჯანდაცვის…
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ კოპენჰაგენის 2012 წლის კონფერენციაზე ორი პოსტერი წარმოადგინა. ერთერთი პოსტერი მოიცავს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის საქართველოს ხუთ ქალაქში 2008-2009 წ. აივ ინფექციაზე ქცევითი და ბიომარკერული კვლევის შედეგებს. კერძოდ, შესწავლილ იქნა ნარკომომხმარებლებს შორის ტესტირების დაბალი მაჩვენებელის განმაპირობებელი ფაქტორები. კონფერენციის მონაწილეებმა პოსტერი წარმოადგინეს სესიაზ: გაკვეთილები აივ-ზე ტესტირების სტრატეგიის განხორციელებისას.ავტორები: ივდითი ჩიქოვანი, ქეთევან გოგუაძე, ნათია რუხაძე, გიორგი გოცაძე. მეორე პოსტერი ეხმაურება აივ-ზე გვიანი დიაგნოსტირების თემას. შესწავლილ იქნა აივ/შიდსის ეროვნული მონაცემთა ბაზა 2000-2010 წლებისთვის და გამოვლინდა საქართველოში გვიანი დიაგნოსტირების მაღალი რისკის ჯგუფის…
საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა მუშაობა კვლევაზე: "საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა". კვლევა განხორციელდა 2009-2011 წლებში სამ ეტაპად. კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებული აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე დაკვირვების საფუძველზე საერთაშორისო ფონდმა ”კურაციომ” შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული პრაქტიკა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება ჯანდაცვის სექტორის ფართო აუდიტორიას-პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო სექტორსადა სხვა დაინტერესებულ მხარეებს. კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.…
2011 წლის 26 ოქტომბერს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ სემინარზე, რომელიც ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმებს მიეძღვნა, საერთაშორისო ფონდ„კურაციოს“ მკვლევარმა ნათია რუხაძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები: მოსახლეობის ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების ანალიზი საქართველოში. კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. კვლევაში გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის 2006-2010 წლის მონაცემები. ანალიზის შედეგად, შესწავლილ იქნა შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების სტრუქტურა და მოცულობა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში. კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა სახელმწიფოს მიერ 2006-07 წლებში ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული…
ჟურნალ BMC-ის დანართში ”საერთაშორისო ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები 2009” საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო ექსპერტების კვლევითი სტატია „არათანაბარი მოცვა: უთანასწორობის გამოვლენა იმუნზაციის დონის გასაუმჯობესებლად მტკიცებულების დახმარებით“გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მეორე ეტაპის (CIII2) ფარგლებში - ოპერაციული კვლევების გრანტები. საქართველოში, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში მრავალი რეფორმა განხორციელდა, რომლის ნაწილიცაა იმუნიზაციის პროგრამის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ზომები გატარდა იმუნიზაციის მენეჯერების საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, რათა მათ სამედიცინო ობიექტების პერსონალთან მუდმივი კავშირის საშუალებით გააუმჯობესონ პერსონალის მომზადების დონე…
სტაჟირების შესაძლებლობა საერთაშორისო ფონდ ”კურაციოში” საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს იწვევს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 2002 წლიდან, ფონდში სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, იელი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა და ა.შ. 2011-2012 წლებში ინტერნებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საერთაშორისო ფონდ ”კურაციო”-ს მიერ განხორციელებულ მიმდინარე კვლევებში. სტაჟირების ვადები: • სტაჟირება ზამთრის პერიოდში (დეკემბერი- თებერალი) 2-დან 6 კვირამდე; • ზაფხულის პერიოდში (ივნისი-სექტემბერი) 1-დან 4 თვემდე. სტაჟირების პირობები: სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ინტერნებს შესაძლებლობა აქვთ…
ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები პროექტი “ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანრმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები” (“HITT-CIS”) ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება (DG Research – FP7). პროექტი ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევის განხორციელებას დსთ-ს ქვეყნებში, რომელიც ათ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შეისწავლის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადებათა სოციო-ეკონომიკურ ტვირთის გრძელვადიან ტენდენციებს; ასევე საცხოვრებელ პირობებს, კვების პრაქტიკას, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას და ჯანდაცვის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობას. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დსთ-ს ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობის და ჯანდაცვის სისტემების…
აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო დაბალი პრევალენტობის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ არსებობს ეპიდემიის ფართომასშტაბიანი განვითარების მაღალი რისკი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება რჩება აივ-ის გავრცელების წამყვან გზად, მაგრამ, ამავე დროს, იზრდება ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის როლიც. ეროვნული ეპიდზედამხედველობის სისტემის მონაცემების მიხედვით, ჰომოსექსუალური კონტაქტის გზით დაინფიცირების შემთხვევები აივ-ის რეგისტრირებული შემთხვევების მცირე წილს შეადგენს. საერთაშორისი ფონდმა ”კურაციო”-მ და ასოციაცია ”თანადგომა”-მ გამოაქვეყნეს კვლევის ანგარიში ”ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებს შორის თბილისში”. კვლევა შეისწავლის აივ-ისა და სხვა…
მაისის თვეში საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა. ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, ფონდის სახელობის სტიპენდიას 2011 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი მაია ხუციშვილი მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი მაიამ 1993 წელს დაამთავრა. ინტერნატურა და ორდინატურა გაიარა მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში. 1995-2001 წლებში მუშაობდა ექიმ-პედიატრად სხვადასხვა წამყვან კლინიკებში. გარდა კლინიკური გამოცდილებისა, მას გააჩნია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის სპეციფიკის კარგი ცოდნა. 2008-2009 წლებში გაიარა მენეჯერთა საბაზო პროგრამა ევროპის მართვის სკოლაში (ESM), ბიზნესის სკოლა). 2009 წლიდან კი ჯანდაცვის…
ეკა ჭითანავას სტატიაში "სახიფათო ნარჩენები" საუბარია ნაგვის უტილიზაციასთან დაკავშირებულ რისკებზე. კონტეინერებში გადაყრილი შპრიცებით, ტამპონებითა და წვეთოვანებით ადამიანების ჰეპატიტითა და შიდსით დაინფიცირების საფრთხის შესახებ. ავტორი ცდილობს გაერკვეს როგორ იცავენ თბილისის საავადმყოფოები ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს.
ეკა ჭითანავას სტატიაში "სახიფათო ნარჩენები" საუბარია ნაგვის უტილიზაციასთან დაკავშირებულ რისკებზე. კონტეინერებში გადაყრილი შპრიცებით, ტამპონებითა და წვეთოვანებით ადამიანების ჰეპატიტითა და შიდსით დაინფიცირების საფრთხის შესახებ. ავტორი ცდილობს გაერკვეს როგორ იცავენ თბილისის საავადმყოფოები ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2000 წლის დაავადებათა გლობალური ტვირთის შეფასების კვლევის თანახმად, დაბინძურებული ინექციები მსოფლიოში ყოველწლიურად B ჰეპატიტით ინფიცირების 21 მილიონ, C ჰეპატიტით ინფიცირების 2 მილიონ და აივ-ინფექციით ინფიცირების 260 ათას შემთხვევას იწვევს. სამედიცინო პერსონალს შორის B და C ჰეპატიტით ინფიცირების 40% პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება[1]. ქვემოთ მოცემულ საჯარო პოლიტიკის ცნობა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიზნებსა და შედეგებს გვაცნობს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა: 1. განსაზღვრულიყო, რამდენად ხარისხიანად სრულდება სამედიცინო დაწესებულებებში საინექციო პროცედურები, ხდება თუ არა საინექციო აღჭურვილობის გამოყენება, სამედიცინო მასალების და…
საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" დაასრულა მუშაობა კვლევაზე: "საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა". მოცემული კვლევის პირველი ეტაპი მსოფლიო ბანკის, მეორე კი ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამყარებით მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და მოიცვა ლიცენზირებული აფთიაქების 70%. საქართველოს ოთხ რეგიონში, 146 აფთიაქში განხორციელებული გამოკვლევის შედეგად შეფასდა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დინამიკა 2010 წლის პირველი 6 თვის მანძილზე. შესწავლილ იქნა…
კორპორაციული ჯანდაცვის დაზღვევის მომსახურების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა მიზნად ისახავს სადაზღვევო კომპანიების კორპორაციული კლიენტების კმაყოფილების დონის განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას კორპორაციული სადაზღვევო მომსახურების შემდგომი დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით. ფინანსური ხელმისაწვდომობა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, რომელიც ხელს უშლის პონტენციურ მომხარებელს სადაზღვევო პროგრამაში ჩაერთოს. ყველა მოქალაქეს არ აქვს კორპორაციული დაზღვევის მომსახურების მიღების გარანტირებული შესაძლებლობა. კვლევა ჩატარდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო ჯანდაცვის ბიუჯეტის მონიტორინგის ინიციატივის მხარდაჭერით. კვლევა, რომელიც საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ექსპერტების მარინე ეგუტიას, ნათია რუხაძის და თამარ გოცაძის მიერ მომზადდა, შეისწავლის სადაზღვევო ბაზრის…
გულის ქრონიკული უკმარისობის (გქუ) ხარისხიანი მკურნალობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების შესახებ პროვაიდერების და პაციენტების მოსაზრების კვლევა უზბეკეთსა და საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩატარდება ხარისხობრივი კვლევა იმ ფაქტორების დასადგენად, რომლებიც ხელს უშლის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში: უზბეკეთსა და საქართველოში. პროექტს აფინანსებს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსი (AHPSR). წამყვანი მკვლევარები არიან: დოქტორი ჯუდით გრინი, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლა; დოქტორი მოჰირ აჰმედოვი, ტაშკენტის სამედიცინო აკადემია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა; დოქტორი გიორგი გოქსაძე, საერთაშორისო ფონდი…
პროექტი ”ბავშვთა სამედიცინო მომსახურება და მონაცემთა ხარისხის განსაზღვრა ტაჯიკეთში” მიზნად ისახავდა ტაჯიკეთის მთავრობის და დონორების რეკომენდაციებით უზრუნველყოფას ბავშვთა დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის სისტემის გაუმჯობესებისა და პირველად ჯანდაცვის დონეზე ჯანდაცვის ხარისხის შეფასების მიზნით. პროექი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ხანგრძლივობა: 2010 წლის მაისი–2011 წლის ნოემბერი. პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავდა: ნაწილი I: ხარისხობრივი კვლევა ბავშვთა დაბადებასა და გარდაცვალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და პროცესის ეფექტიანად განხორციელებაში არსებული დაბრკოლებების შესახებ; მონაცემები შეგროვდება შერჩეულ რეგიონებში ჯანდაცვის სფეროს იმ წარმომადგენლებისგან და პერსონალისგან, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ…
კვლევის მიზანია გაარკვიოს თუ რა გავლენას ახდენს გლობალური ფონდის აივ პროგრამები საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. კვლევა წარმოადგენს გლობალური აივ/შიდსის ინიციატივების ქსელის კვლევების შემდგომ საფეხურს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა გლობალური აივ/შიდსის ინიციატივების გავლენა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებზე. სახელდობრ, კვლევა შეაფასებს გლობალური ფონდის პროგრამების ზემოქმედებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრიორიტეტებზე, მიზნებზე და როლზე; კვლევა განსაზღვრავს გლობალური ფონდის აივ პროგრამების გავლენას საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის ურთიერთობაზე, აგრეთვე მათ ზემოქმედებას საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებზე. კვლევა ძირითადად დაეფუძნება ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუებს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ…
2009 წელს, სადაზღვევო პროგრამას 900 000 მოქალაქე უნდა მოეცვა. 2009 წლის ბიუჯეტის უფრო ეფექტურად დაგეგმვის მიზნით, USAID დაფინანსებული CoReform პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფმა და საერთაშორისო ფონდმა 'კურაციომ' ანალიზი და გათვლები წარუდგინეს განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს . კერძოდ: ა) საშუალო პრემიუმად დადგინდა 12.64 ლარი ერთ სულ მოსახლეზე, რაც წელიწადში შეადგენს 151.68 ლარს; ბ) სხვა პრემიუმის კოეფიციენტები შეფასდა შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: 1. ასაკი და სქესი, 2. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები (0-49; 50-74; 75 და მეტი); 3. ასაკი, სქესი და ოჯახის ზომა; 4. ასაკი, სქესი…
ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების მხოლოდ ¼ გადის აივ ტესტირებას, რის გამოც ისინი საკუთარ მეუღლეებს, მეგობარ გოგონებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას ეპიდემიის საფრთხის წინაშე აყენებენ. საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ განცხადებით: “ ინფექციის პრევენციის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მოტივირება, რომ გაიარონ ტესტირება”. საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საზოგადოებრივი კავშირი „ბემონის“ მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ნარკოტიკების ინექციურმა მომხმარებლებმა შესაძლოა მათი რეგულარული პარტნიორები აივ ინფექციის გადადების საფრთხის წინაშე დააყენონ უსაფრთხოების ზომების იგნორირების გამო სქესობრივი ურთიერთობის დროს. 2009 წელს საქართველოს ხუთ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული (თბილისი, ბათუმი,…
საერთაშორისო ექსპერტებისა და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ მომზადებული სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში გლობალიზაცია და ჯანმრთელობა (Globalization and Health web site). სტატიის ნახვა აგრეთვე შესაძლებელია აშშ-ს მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სტატიაში განხილულია გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების ფარგლებში სახსრების ეფექტიანი კოორდინაცისთვის და ოპტიმალური გამოყენებისთვის ხელის შემშლელი, ეროვნულ და ქვე-ეროვნულ დონეზე არსებული ბარიერები, რომლებიც აღნიშნულმა ინიციატივებმა, დონორებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ერთად უნდა გადალახონ. მიყევით ლინკს და იხილეთ ამონარიდი სტატიიდან და სტატიის სრული ვერსია.
საერთაშირისო ფონდმა „კურაციომ“ აივ ინფექციის/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის პილოტის შეფასება განახორციელა. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის სისტემის პილოტის შეფასება (ოპერაციული კვლევა) ჩატარდა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აივ ინფექცია/შიდსის ეროვნული პროგრამების განხორციელებისათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბაზის შექმნა ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსზე ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერების გზით“ფარგლებში, როგორც აივ ინფექცია/შიდსის ეპიდზედამხედველობის ეროვნული მეთოდური რეკომენდაციების რევიზიისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაციული კვლევის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი დიზაინის აივ ინფექცია/შიდსის რუტინული და სენტინელური ეპიდზედამხედველობის სისტემის მუშაობის შეფასება პილოტურ რეგიონებში, თბილისსა და აჭარაში, სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების, სტანდარტული…
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბიომარკერის კომპონენტით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, კომერციულ სექსმუშაკებს და პატიმრებს შორის ქცევაზე ზედამხედველობის კვლევებზე მუშაობა დაასრულა. კვლევა ინფ. პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნ. პრაქტიკული ცენტრთან, საზოგადოებრივ გაერთიანება „ბომონთან“ და ასოციაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით განხორციელდა. კვლევის ფარგლებში ინტერვიუ ჩაუტარდა თბილისში მცხოვრებ 1100 ინექციურ ნარკოტიკების მომხმარებელს, ასევე 210 პატიმარს და 280 კომერციულ სექსმუშაკს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში. პროექტი გლობალურმა ფონდმა დააფინანსა. მიყევით ლინკს და იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.
"სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სადაზრვევო პაკეტში ჩასმა მიუთითებს რომ ჯანდაცვის სექტორი სისტემურ ცვლილებებს განიცდის."- ამბობს სტატიის ავტორი თამარ ბაბუაძე. სტატიაში საუბარია სახელწიფოს ინიციატივაზე, რომელიც მოსახლეობისთვის მედიკამენტების 50%-ის ანაზღაურებას გულისხმობს. რა არის ინიციატივის საფუძველი და რა შემთხვევაში მოხდება ანაზღაურება, ნახეთ სტატიაში.
"სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სადაზრვევო პაკეტში ჩასმა მიუთითებს რომ ჯანდაცვის სექტორი სისტემურ ცვლილებებს განიცდის."- ამბობს სტატიის ავტორი თამარ ბაბუაძე. სტატიაში საუბარია სახელწიფოს ინიციატივაზე, რომელიც მოსახლეობისთვის მედიკამენტების 50%-ის ანაზღაურებას გულისხმობს. რა არის ინიციატივის საფუძველი და რა შემთხვევაში მოხდება ანაზღაურება, ნახეთ სტატიაში.
ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ უმასპინძლებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ორ სტუდენტს სუდით რანადეს და მოლი ვერლიბს (Sudit Ranade Mollie Werlieb). სტუდენტები პირველად გადიან სტაჟირებას საერთაშორისო ფონდ „კურაციოში“ და შესაბამისად დიდი მოტივაცია გააჩნიათ დაეხმარონ ორგანიზაციას ბიომარკერის კომპონენტით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის შედეგების გაანალიზებაში და დაწერონ სტატია სამეცნიერო ჟურნალისთვის. მოლი ვერლიბს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც აშშ-ში ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, კონკრეტულად კი რუსეთსა და უკრაინაში. მას განსაკუთრებით აინტერესებს ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების…
სტატია 2010 წელს ჯანდაცვაში პრეზიდენტის ინიციატივით გატარებულ ცვლილებებს აანალიზებს და აფასებს ამ ინიციატივის დადებით და უარყოფით მხარეებს. რა იცვლება მოქალაქეებისთვის და რამდენად სისტემურია ჯანდაცვის გაუმჯობესების მცდელობა. სტატიაში საუბარია პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის ახალ ინიციატივაზე, რომელიც სამ სიახლეს ითვალისწინებს: პირველი - 3 თვის მანძილზე სადაზღვევო კომპანიებმა მთავრობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება უნდა აიღონ; მეორე-ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელების დაზღვევის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე უნდა გაიზარდოს; მესამე-მედიკამენტის შეძენისას სახელმწიფომ წამლის ღირებულების 50 პროცენტი უნდა დააფინანსოს იმ პირებისთვის, რომლებიც…
სტატია 2010 წელს ჯანდაცვაში პრეზიდენტის ინიციატივით გატარებულ ცვლილებებს აანალიზებს და აფასებს ამ ინიციატივის დადებით და უარყოფით მხარეებს. რა იცვლება მოქალაქეებისთვის და რამდენად სისტემურია ჯანდაცვის გაუმჯობესების მცდელობა. სტატიაში საუბარია პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის ახალ ინიციატივაზე, რომელიც სამ სიახლეს ითვალისწინებს: პირველი - 3 თვის მანძილზე სადაზღვევო კომპანიებმა მთავრობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება უნდა აიღონ; მეორე-ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელების დაზღვევის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე უნდა გაიზარდოს; მესამე-მედიკამენტის შეძენისას სახელმწიფომ წამლის ღირებულების 50 პროცენტი უნდა დააფინანსოს იმ პირებისთვის, რომლებიც…
კვლევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მაღალი ხარისხი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირების მიერ მათი გამოყენების უკიდურესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცა მხოლოდ მონაცემების მაღალი ხარისხი არ კმარა. საჭიროა მათი სწორი კომუნიკაცია დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად. 5-6 თებერვალს, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსი ესწრებოდა ტრენინგს მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის ჩამოყალიბების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით" პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტის ქეთევან ჩხატარაშვილის მიერ. ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მოკლე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის წერის უნარის განვითარებაში დაეხმაროს. ეს მათ საშუალებას მისცემს კვლევის…
8-30 იანვარს, საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ პროექტის მენეჯერები, ქალბატონი ქეთი გოგუაძე და ქალბატონი ივდით ჩიქოვანი ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში გამართულ 2010 წლის ჯანდაცვის მსოფლიო საინფორამციო ფორუმზე საქართველოს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერების თაობაზე მოხსენებით გამოვიდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო საინფორმაციო ფორუმს მასპინძლობდა ჯანმრთელობის მაჩვენებლების ქსელი (Health Metrics Network (HMN)) და პრინც მაჰიდოლის პრემიის კონფერენცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, როკფელერის ფონდის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები, მთავრობის წარმომადგენლები, დონორები და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებაში დაინტერესებული სხვა ორგანიზაციები. მიყევით ლინკს 2010 წლის ჯანდაცვის…
"სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით" პროექტის განხორციელებით საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მიზნად ისახავს განავითაროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შესაძლებლობები ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც ა) მტკიცებულებაზეა დაფუძნებული ბ) ჯდება საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტში და გ) პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ სურს, რომ ზემოთ აღნიშნულ მიზანს არასამთავრობო ორგანიზაციების ორი ქსელის (საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ალიანსი „საზოგადოებრივი დაფინანსების გამჭირვალობისთვის“ და „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“) დაახლოებით და მათ მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში მტკიცებულებით უზრუნველყოფის შესაძლებლობების გაუმჯობესებით მიაღწიოს. აღნიშნული ინიციატივა…
„ჯანდაცვის სისტემები 20/20“ (HS 20/20) წარმოადგენს ხუთ წლიან (2006-2011) თანამშრომლობის ხელშეკრულებას. პროექტს აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის ფარგლებში იმ ქვეყნებს, რომლებიც USAID-ის დახმარებას იღებენ, სთავაზობენ თანადგომას პრობლემების გადასჭრელად შემდეგ სფეროებში: ჯანდაცვის მართვა, ფინანსები, ოპერაციები და შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნული მიმართულებებზე მაუშაობის საშუალებით, პროექტი ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის, კვების და მოსახლეობისთვის განკუთვნილ სხვა მომსახურებებზე ხალხისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჯანდაცვის სისტემა 20/20 აერთიანებს ჯანდაცვის დაფინანსებას, მართვას და სამოქმედო ინიციატივების შემუშავებას. ასეთი ინტეგრირებული მიდგომის მიზანია სისტემის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში ქვეყნები…
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ მე-15 საიბულეო წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დაასახელა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული სტუდენტი. 18 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დააჯილდოვა პირველი წარმატებული სტუდენტი ფონდის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილ „კურაციოს“ სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში. იღბლიანი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი ლედი ბიჭიკაშვილი აღმოჩნდა. დონორი ორგანიზაციებიდან, სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, პარტნიორი ორგანიზაციებიდან მოწვეულმა 100-მდე სტუმარმა და ფონდის წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს წარმატებით განვლილი 15 წელი სასტუმრო „Radisson SAS ივერიაში“. მისასალმებელ სიტყვაში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა…
16 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანულ-ქართულ პროფესიულ ქსელთან (UGPN) თანამშრომლობით უმასპინძლა სადისკუსიო კლუბს ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებაზე, სახელდობრ, იმაზე თუ როგორ შეიძლება მომსახურების ორგანიზება პირველადი ჯანდაცვის დონეზე საავადმყოფოებში და თავშესაფრებში. დისკუსიები გაიმართა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით" ფარგლებში, რომლის მიზანია, განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებების მიწოდების უნარი მთავრობის მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ. ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს…
საქართველოში გრძელ-ვადიანი რეფორმების წამოწყების შედეგად გაჩნდა დიდი მოთხოვნა მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას შორის თანამშრომლობაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებათა მოპოვების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკისადმი მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით. საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „კურაციომ“, რომელიც მუდმივად ცდილობს განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების უნარი უზრუნველყონ მტკიცებულებები პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ორგანიზება გაუკეთა 20 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეკრებას ბაზალეთში. ღონისძიება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით" ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებების მიწოდების უნარი მთავრობის მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში. პროექტის…
საერთაშირისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანეთი-საქართველოს პროფესიულ ქსელთან თანამშრომლობით მოაწყო სადისკუსიო კლუბი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ასამაღლებლად კანონპროექტის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 10 აგვისტოს იქნა მიღებული და 2009 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა. კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ტექნიკური მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტის CoReform-ის ფარგლებში. კანონპროექტი ევროპაში მოქმედი პროცედურების საფუძველზე შემუშავდა. შესაბამისად იგი სრულიად ახლებურ მიდგომას ითვალისწინებს ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების პროცედურების მიმართ საქართველოში. მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულირების გარემო გაადვილებს…
ხართ ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტი? თუ ასეა, უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით თვეში. 2009 წლიდან საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დაიწყო სტიპენდიების გაცემა საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების, ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის. საწყის ეტაპზე საპილოტო პროექტი განხორციელდება თბილისში. საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ სასტიპენდიო პროგრამა ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების მხარდამჭერი პირველი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს: წარჩინებული ბაკალავრი სტუდენტების საზოგადოებისთვის გაცნობას ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის სპეციალობის პოპულარიზაციას. სტუდენტების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:…
2009 მაისის თვეში დაიწყო ტრეინინგების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია ამბულატორიულ მომსახურებაში, პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICPC2) გამოყენების შესახებ. 3 თვის მანძილზე ტრენინგის კურსი გაიარა 28 ჯანდაცვის ობიექტის 130-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2009 24 ივლისს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის - CoReform ეგიდით უმასპინძლა დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც გაიმართა ჰოსპიტალური, ამბულატორიული და ლაბორატორიული ინტერვენციის კლასიფიკაციის შესახებ ტრენინგის პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მომუშავე 30 ტრენერს…
2004 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის საქართველოში“ განხორციელება. პროექტი დასრულდა 2009 წლის სექტემბერში. პროექტის ფარგლებში საქრთველოს მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭირვალობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დახმარებას ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის, რეპროდუქციული ჯანდაცვის, ოჯახის დაგეგმვის და ეროვნულ დონეზე ჯანდაცვის დაწესებულებების გაუმჯობესებაში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ორგანიზაცია Abt Associates-თან, „ქეა ინტერნეიშენალთან“, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ჯგუფთან (EMG) და საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“ თანამშრომლობით. პროექტი შემდეგი…
პროექტი განხორციელდა 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: დაავადებათა კონტროლის და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილება. პროექტი დააფინანსა ორგანიზაციამ PATH. პროექტი მიზნად ისახავდა დიარეული დაავადებების კონტროლის ინიციატივის გაძლიერებას საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დახმარებას მათ მიერ დიარეული დაავადებების კონტროლის ეროვნული გეგმების განხორციელებაში. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნება დიარეული დაავადებების გავრცელების და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე. ახალი ინტერვენციები, როგორიც…
შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის გავლენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (HPSR) მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდა 2006 - 2008 წლებში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ. კვლევა წარმოადგენს საქართველოში 2004 წელს განხორციელებული საბაზისო კვლევის გაგრძელებას, რომელიც ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაზე გლობალური ფონდის აივ/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის პროექტის (GFATM) გავლენის შესახებ SWEF კვლევის პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდა. კვლევისთვის გამოყენებული იქნა უკვე შემუშავებული პროტოკოლი და ინსტრუმენტები. GFATM -ის გავლენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე შეფასდა შემდეგი საკითხების კვლევის საშუალებით:…
პროექტი დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის წარმომადგენლობამ და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) ერთად. პროექტის ძირითადი პარტნიორები იყვნენ: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი (DPH), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, მსოფლიო ბანკი, საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA), აშშ-ს ჯანდაცვის და ადამიანთა უფლებების დეპარტამენტი/აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (HHS/CDC), სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პროექტი AgVantage. პროექტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის დახმარება ინფორმირებულობის, განათლების და…
პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაძლიერების პროექტი განხორციელდა 2005 წლის სექტემბრიდან - 2007 წლის სექტემბრამდე ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, რომელსაც სათავეში საერთაშორისო სამედიცინო კორპუსი ედგა. პროექტი განხორციელდა Abt. Associates Inc.-თან, საერთაშორისო ფონდ„კურაციოსთან“ და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კომუნიკაციის პროგრამების ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანის მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. პროექტი შედგებოდა ოთხი კომპონენტისგან: პირველადი ჯანდაცვის მომსახურების და მისი მიწოდების სისტემის განმსაზღვრელი პოლიტიკის და სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება; პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსების გაუმჯობესება; პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;…
პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევა“ დააფინანსა იაპონიის სოციალური განვითარების ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ 2003 წლის სექტემბრიდან - 2007 წლის სექტემბრამდე. პროექტის მიზანი იყო თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების განხორციელების შესაძლებლობის და ეფექტიანობის შემოწმება.პროგრამები საქართველოში შერჩეულ თემებში განხორციელდა. კერძოდ, პროექტის მიზანი იყო: საზოგადოების მონაწილეობის გააქტიურების საშუალებით ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების დაფინანსების უზრუნველყოფა; დასავლეთ საქართველოს შვიდი საპილოტო პროგრამის გამეორება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მინიმუმ 36 სხვა თემში; იმ მიკრო პროგრამების (მიკრო-დაზღვევა) დაკავშირება, რომლებიც…
პროექტი დააფინანსა კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საერთაშორისო განვითარების კვლევითმა ცენტრმა (CIDA/IDRC) და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ტორონტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა 2004 წლის ივლისი - 2006 წლის მარტი. კვლევა მიზნად ისახავდა „მხარდამჭერი მეთვალყურეობის“ იმუნიზაციის პროგრამის განხორციელებაზე გავლენის დოკუმენტურად ასახვას საქართველოში რაიონულ დონეზე. ინტერვენციის პაკეტი შემდეგი ქმედებებისგან შედგებოდა: სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება, ტრენინგი რაიონულ დონეზე, უწყვეტი მეთვალყურეობა და მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დაფინანსება ინტერნვენციების პაკეტის განხორციელების მიზნით (მგზავრობის და კომუნიკაციის ხარჯები). მხარდამჭერი მეთვალყურეობა, რომელიც ინტერვენციების პაკეტის მთავარ საკითხს წარმოადგენდა,…
პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტმა (JSI) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, პროექტთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ და საქველმოქმედო ფონდ „ორთოსთან“ თანამშრომლობით. პროგრამა მიმდინარეობდა 2003 წლის სექტემბრიდან - 2006 წლის ივლისამდე. პროექტი მიზნად ისახავდა ქალების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საქართველოში. პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ განხორციელდა იმერეთის რაიონის შერჩეულ ობიექტებში, აგრეთვე ათ ამბულატორიაში პირველადი ჯანდაცვის დონეზე. პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის ობიექტებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის მომზადდა ინფორმაცია და კონსულტაციები ქალის ჯანმრთელობაზე ზრუვნის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ რაიონის ჯანდაცვის…
„სათემო ინვესტირების პროგრამა – დასავლეთი“ დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“ქეა ინტერნეიშენალმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: “ქეა ინტერნეიშენალი“, “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი” (ICCN), „ტექნიკური დახმარება საქართველოში“ (TAG), კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პასუხს აგებდა ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენინგზე სოფლის ამბულატორიებში (ექიმები და ექთნები) სხვადასხვა ჯანდაცვის საკითხებზე, მაგ.: ორსულობის დროს მეთვალყურეობა, იმუნიზაცია, ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გერიატრიული ცვლილებები და ა.შ. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა ტრენინგები საზოგადოების წევრებისთვის პირველადი დახმარების და მოხუცების ფსიქო–სოციალურ…
„სათემო ინვესტირების პროგრამა – აღმოსავლეთი დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“მერსი ქორმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის თებერვლამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: „მერსი ქორი“, ელკანა, ორგანიზაცია „ტექნიკური დახმარება საქართველოში“, კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პასუხს აგებდა ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენინგზე სოფლის ამბულატორიებში (ექიმები და ექთნები) სხვადასხვა ჯანდაცვის საკითხებზე, მაგ.: ორსულობის დროს მეთვალყურეობა, იმუნიზაცია, ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გერიატრიული ცვლილებები და ა.შ. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა ტრენინგები საზოგადოების წევრებისთვის პირველადი დახმარების და მოხუცების ფსიქო–სოციალურ დახმარების საკითხებზე. ფონდმა ჩამოაყალიბა მოხუცებისთვის ფსიქო-სოციალური…
ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრი ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის ინფორმაციას ღარიბ მოსახლეობაზე ორიენტირებულ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, დაფინანსებაზე და მომსახურებაზე გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტს და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს. პროექტი განხორციელდა 2002–2005 წლებში. ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრის მომსახურებას უზრუნველყოფს შვიდი პარტნიორი ორგანიზაციისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს კვლევებისა და მუშაობის შედეგად დაგროვილი ცოდნას ეროვნულ და საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე და სისტემის განვითარებაზე: • აღა ხანის ჯანდაცვის მომსახურება, საზოგადოებრივი განყოფილება, კენია; • Centre de Recherchers et d’Etudes pour le Developpement de la Sante (CREDES),…
ცენტრალურ აზიაში აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების კვლევის (ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი) პროექტი შეიმუშავეს და მართავდნენ ლონდონის „იმპერიალ კოლეჯის“ კონსულტანტები (აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების კვლევა ცენტრალურ აზიაში – აპრილი-ივნისი 2004) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“ ერთად. კვლევის ფარგლებში გამოკვლეული იქნა ოთხი ეპიდემიის გავრცელება (აივ ინფექცია, სგგდ, ტუბერკულოზი და ნარკოტიკების მოხმარება). კვლევის შედეგად გამოვლინდა რეგიონში დაავადებების გავრცელების უმთავრესი მიზეზები, რომლებიც რეგიონების ქვეყნების მიერ ერთობლივად უნდა აღმოიფხვრას. კვლევის შედეგების საფუძველზე ექსპერტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობებისთვის რეგიონში აივ ინფექციის/შიდსის კონტროლის პროგრამებთან დაკავშირებით.
პროექტი „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ (SMI) დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ორგანიზაციამ „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2000 წლის სექტემბრიდან – 2003 წლის იანვრამდე. პროექტი ოთხი კომპონენტისგან შედგებოდა: მართვის და საინფორმაციო სისტემების განვითარება; საზოგადოების მობილიზაცია და პროვაიდერსა და კლიენტს შორის ურთიერთქმედება; დედათა და პერინატალური დახმარების კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესება; სგგდ/ანემიის გავრცელების კვლევა. „უსაფრთხო დედობის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში ამერიკელმა და ქართველმა ექსპერტებმა შეიმუშავეს ახალი პერინატალური მეთვალყურეობის სისტემა.…
უსაფრთხო დედობის ინიციატივა პროექტი „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ (SMI) (დაფიანსებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ) განახორციელეს ორგანიზაციებმა: „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2000 წლის სექტემბრიდან – 2003 წლის იანვრამდე. „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საქართველოში, ინტეგრალური დედათა სამედიცინო და პერინატალური მომსახურების გაუმჯობესების საშუალებით. პროექტის ფარგლებში შეფასდა პერინატალური მოვლის ხარისხი და დაიწყო ქალთა სამედიცინო მომსახურების არსებული სისტემის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნად ისახავდა…
საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი პროექტი დააფინანსა გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტმა (DFID) და განახორციელა ჯანდაცვის სექტორის განვითარების ინსტიტუტმა (IHSD) ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან, საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ეროვნული ჯანდაცვის მართვის ცენტრთან, და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. პროექტი დაიწყო 2000 წლის მარტში და დასრულდა 2003 წელს. პროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას საოჯახო მედიცინის და თემის მოდელზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვის განვითარების საშუალებით. პროექტმა შექმნა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და…
ჯანდაცვის სფეროს კვლევა საქრთველოში საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით პროექტი დააფინანსა როკფელერის ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საქართველოს ჯანდაცვის მართვის ცენტრთან, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან, საქართველოს საზოგადეობრივი ჯანდაცვის და მართვის დეპარტამენტთან, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) თანამშრომლობით.პროექტი 2000 წლის დეკემბერში დაიწყო და 30 თვის მანძილზე გრძელდებოდა. 2000 წლის ზაფხულში, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ მოანაწილეობა მიიღო როკფელერის ფონდის მიერ გამოცხადებულ გლობალურ კონკურსში „ჯანდაცვის სფეროში კვლევების სტიმულირება განვითარებად ქვეყნებში გარემოს გაუმჯობესების და გაძლიერების საშუალებით“. შესარჩევმა კომიტეტმა 83 ქვეყნიდან…
პროექტი „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალული გეგმა“ დაიწყო 1998 წლის ივლისში და დასრულდა 1999 წლის იანვარში. პროექტი დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, რომლის მთავარ კონტრაქტორს Kaiser Permanente International-ი (აშშ) წარმოადგენდა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მართავდა და ადმინისტრირებას უწევდა საქართველოში განხორციელებულ ყველა ოპერაციას, ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონსულტანტებს და ტექნიკურ დახმარებას უწევდა მათ პროექტის განხორციელებაში. პროექტი მიზნად ისახავდა ჰოსპიტალური სექტორის შეფასებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების გამოვლენას და ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას. გაწეული სამუშაოს შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის…
პროექტი „ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში - პრობლემები და გადაჭრის გზები“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ორგანიზაცია Abt. Associates Inc.-თან პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე. პროექტის მიზანი იყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების შეფასება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 1998 თებერვლიდან - 1999 წლის მარტამდე საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, Abt. Associates Inc. ტექნიკური ხელმძღვანელობით შეიმუშავა შეფასების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, შეაფასა და გაანალიზა სფერო, მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში და შეიმუშავა საჭირო რეკომენდაციები.
პროექტი „საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალული გეგმა“ დაიწყო 1998 წლის ივლისში და დასრულდა 1999 წლის იანვარში. პროექტი დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, რომლის მთავარ კონტრაქტორს Kaiser Permanente International-ი (აშშ) წარმოადგენდა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მართავდა და ადმინისტრირებას უწევდა საქართველოში განხორციელებულ ყველა ოპერაციას, ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონსულტანტებს და ტექნიკურ დახმარებას უწევდა მათ პროექტის განხორციელებაში. პროექტი მიზნად ისახავდა ჰოსპიტალური სექტორის შეფასებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების გამოვლენას და ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებას. გაწეული სამუშაოს შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის…
პროექტი „ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში - პრობლემები და გადაჭრის გზები“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ორგანიზაცია Abt. Associates Inc.-თან პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე. პროექტის მიზანი იყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების შეფასება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 1998 თებერვლიდან - 1999 წლის მარტამდე საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, Abt. Associates Inc. ტექნიკური ხელმძღვანელობით შეიმუშავა შეფასების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, შეაფასა და გაანალიზა სფერო, მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში და შეიმუშავა საჭირო რეკომენდაციები.
პროექტი „ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში - პრობლემები და გადაჭრის გზები“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ორგანიზაცია Abt. Associates Inc.-თან პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე. პროექტის მიზანი იყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების შეფასება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 1998 თებერვლიდან - 1999 წლის მარტამდე საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, Abt. Associates Inc. ტექნიკური ხელმძღვანელობით შეიმუშავა შეფასების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, შეაფასა და გაანალიზა სფერო, მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში და შეიმუშავა საჭირო რეკომენდაციები.