სტატია: ამბულატორიული სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტორების კვლევა

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გაანალიზა  ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და დანახარჯების კვლევის ორი ტალღა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს WHO-ს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ჩვენ შევისწავლეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე საქართველოში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო მიგნება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ადეკვატური ამბულატორიული პაკეტის ფორმირებისთვის.

  1. შინამეურნეობების შემოსავალი კავშირშია სერვისების მოხმარებასთან მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები მეტად იყენებენ ამბულატორიულ სერვისებს, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონენი;
  2. ჯიბიდან გადახდები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია სერვისების გამოყენებისთვის, კერძოდ სერვისის ღირებულების ერთი ლარით გაძვირება 2%-ით ამცირებს ამბულატორიული სერვისების მოხმარებას;
  3. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ნაკლებად მოიხმარენ ამბულატორიულ სერვისებს – ჯანმრთელობის მწვავე პრობლემის მქონე პაციენტებთან შედარებით მათი მიმართვიანობა 2-ჯერ ნაკლებია;
  4. ამბულატორიული სერვისების გამოყენებაზე ასევე გავლენას ახდენს ასაკობრივი ფაქტორი -45-დან 64 წლამდე ადამიანები ნაკლებად მოიხმარენ ამბულატორიულ სერვისებს და მეტად მიმართავენ თვითმკურნალობას.

ზემოხსენებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია ამბულატორიული სერვისების მორგება მოსახლეობის საჭიროებებზე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც 2017 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გასაუმჯობესებლად თუ ზედმიწევნით უპასუხებს იმ საჭიროებებს რომელიც მოსახლეობას აქვს ამბულატორიულ სერვისებთან მიმათებაში და რომელიც კვლევის შედეგებშია წარმოჩენილი.

 

ახალი ამბები

საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის გავრცელების რისკების შეფასება და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ რისკების შემცირების შესაძლო მექანიზმები

საერთაშორისო ფონდ კურაციოს მკვლევართა ჯგუფი, აქვეყნებს კვლევის ანგარიშს „უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასება და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ რისკების შემცირების მექანიზმების შეთავაზება“. კვლევითი პროექტი სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი“-ს მხარდაჭერით…

ახალი სტატია: „საქართველოში ახალგაზრდების ტრანსდიაგნოსტიკური ფსიქოსოციალური პრევენცია-ინტერვენციის სერვისი: ეფექტურობის კვლევის ადრეული შედეგები“

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მკვლევარებმა გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი და კარდიფის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია ფსიქოტრამვატოლოგიის ევროპულ გამოცემაში. სტატია: „საქართველოში ახალგაზრდების ტრანსდიაგნოსტიკური ფსიქოსოციალური პრევენცია-ინტერვენციის სერვისი: ეფექტურობის კვლევის ადრეული შედეგები“ მომზადდა PAMAd – ის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს შეისწავლოს იმ ახალგაზრდების…

სამუშაო შეხვედრა უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასებასა და მისი შემცირების მექანიზმის შეთავაზებაზე

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გამართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყოდისკუსია თემაზე: „უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელების რისკების შეფასება და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ რისკების შემცირების მექანიზმის შეთავაზება“, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით. შეხვედრას სხვადასხვა  დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ  როგორც სამთავრობო ისე…

IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა

გთავაზობთ საერთაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის, გიორგი გოცაძის კომენტარს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც Interpressnews- ზე გამოქვეყნდა. გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვამბობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს, – ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“…

შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების გავლენა სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოხმარებასა და ხარისხზე საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში

საერთაშორისო ფონდ კურაციოს მკვლევარებმა მიმოიხილეს შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების (P4P) ეფექტურობა პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლებში საშუალო და მაღალ შემოსავლიანი ქვეყნებისთვის. შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების მოდელის შესახებ შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურება (P4P) შედარებით ახალი მიდგომაა, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მუშაობის გაუმჯობესებას სასურველი შედეგის…

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და საერთაშორისო ფონდ კურაციოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ჯანდაცვის პოლიტიკისთვის აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებას, ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადობის ხელშეწყობას, ასევე, სწრაფი მიმოხილვების…

ჯანდაცვის სისტემებზე მსჯელობისთვის სამოქალაქო საზოგადოება მეოთხედ იკრიბება

27-29 სექტემბერს კაჭრეთში სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.  სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და აკადემიის წარმომადგენლები საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ღია საზოგადოების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხვდებიან. პროექტის მიზანია, ჯანდაცვის თემებზე მომუშავე ორგანიზაციების და მათი აქტიური წარმომადგენლების გაძლიერება იმისათვის, რომ მათ შეძლონ ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე რეაგირება, გაერთიანდნენ თემის გარშემო და ერთობლივი ძალებით ჯანდაცვის სისტემა მეტად ხელმისაწვდომი, ეფექტიანი…

პროექტი: აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან და ამავე პოპულაციის ზომის შეფასება

ზოგადი სურათი აივ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრით საქართველო კონცენტრირებული ეპიდემიის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. მოზრდილ მოსახლეობაში აივ ინფექციის გავრცელება დაბალია და სავარაუდო მაჩვენებელი 0.5%–ს შეადგენს.  ინფექციის გადაცემის მთავარი გზა 2016 წელს გამოვლენილ შემთხვევათა შორის ჰეტეროსექსუალური კონტაქტი იყო და 51.5% შეადგინა. ხოლო ჰომოსექსუალური კონტაქტების გზით გადაცემის წილი მზარდია და 2016 წლის მონაცემებით 16.8% დაფიქსირდა. მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან (მსმ) აივ ინფექციის მაღალი რისკის შემცველი  ჯგუფია და სარისკო ქცევაზე ზედამხედველობის და ინფექციის გავრცელების ტენდენციის შესწავლის მიზნით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევები 2007 წლიდან ხორციელდება. ამგვარი კვლევა უკანასკნელად კურაციომ 2015 წელს ჩაატარა, რომლის შედეგადაც თბილისსა და ბათუმში…

პროექტის დახურვა: ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება საქართველოში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერების პროექტი საქართველოში. პროექტი დაფინანსდა „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“ პარტნიორობის მიერ „გამოწვევებთან ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის“ (CFCS) პროგრამის მე-7 რაუნდის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო-საზოგადოებრივი, როგორც ტუბერკულოზზე რეაგირების კომპლექსური სისტემის…

სტატია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა საქართველოში: პოლიტიკის ინფორმირება და მტკიცებულებების გამოყენება

ახალი სტატია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ საქართველოში და მიმოიხილავს შესაძლებლობებს, რომელიც რეფორმირებისთვის საჭირო სტრატეგიის განვითარებას დაეხმარება. სტატია ახლახანს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში BMC Health Services Research, კურაციოს მკვლევრების: ლელა სულაბერიძე, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი,…

ინტერვიუ თამარ სირბილაძესთან საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ზომასა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ

ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში  ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები…

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს ორ ძირითად ქალაქში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015

საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის…

ჟურნალ BMC-ში გამოქვეყნდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ საქართველოში ჩატარებული რანდომიზებული კვლევა – „იმუნიზაციის პროგრამაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის როლის შედეგები“ .

ჟურნალ BMC-ის დანართში ”საერთაშორისო ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები 2009” საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო ექსპერტების კვლევითი სტატია „არათანაბარი მოცვა: უთანასწორობის გამოვლენა იმუნზაციის დონის გასაუმჯობესებლად მტკიცებულების დახმარებით“გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მეორე ეტაპის (CIII2) ფარგლებში – ოპერაციული კვლევების გრანტები….

საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს სტიპენდიის პროგრამას ჯანდაცვის/ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტებისთვის

ხართ ჯანდაცვის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტი? თუ ასეა, უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ სტიპენდია 250 ლარის ოდენობით თვეში. 2009 წლიდან საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დაიწყო სტიპენდიების გაცემა საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების, ჯანდაცვის ორგანიზაციის/საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის….

მსგავსი შინაარსი

No comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *